დავით ზალკალიანი - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ხაზს უსვამს, რომ საქართველო რჩება რეგიონში ლიდერ, ჩვენი პარტნიორების დასაყრდენ ქვეყანად

ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეფასებით, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში საქართველოსა და აშშ-ის შორის არსებულ მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობას მკაფიოდ ასახავს.

ზალკალიანის თქმით, საქართველო რეგიონში ლიდერ, დასავლელი პარტნიორების დასაყრდენ ქვეყანად რჩება.

„მსურს, მადლობა გადავუხადო ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს ამ კუთხით გაწეული ძალისხმევისათვის. მოხარული ვართ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი დადებითად აფასებს ქვეყანაში არსებულ ჯანსაღ და მიმზიდველ ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს. წლების განმავლობაში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმების შედეგად, საქართველო წარმოადგენს კარგად ფუნქციონირებად და სტაბილურ საბაზრო ეკონომიკას და ანგარიშში ხაზგასმულია საქართველოს მოწინავე პოზიციები რეგიონსა და მსოფლიოში, რაც ასახულია უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო რეიტინგებშიც. ასევე, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები დადებით შეფასებას აძლევენ საქართველოს მიერ არაერთი მიმართულებით გატარებულ უმნიშვნელოვანეს რეფორმებსა და პროგრამებს საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისა და მიმზიდველობის გაზრდის მიზნით“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა სახელწმიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის შეფასებისას, რომელიც 2021 წლის საინვესტიციო კლიმატს ეხება.

ამასთან, დოკუმენტში ნათქვამია, რომ მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველოს მდგრადი მაკროეკონომიკური ჩარჩო, მიმზიდველი ბიზნეს გარემო და ძლიერი საჯარო ფინანსური მენეჯმენტის მექანიზმი გააჩნია, რაც ქვეყანას პანდემიით მიყენებული ეკონომიკური ზიანის აღმოფხვრაში დაეხმარება.

მინისტრის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ანგარიშში კიდევ ერთხელ ყურადღებაა გამახვილებული რუსეთი მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციაზე და მკაფიოდ არის ასახული აშშ-ის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა.

„ანგარიში მკაფიოდ ასახავს საქართველოსა და აშშ-ის შორის არსებულ მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობას, ადასტურებს საქართველოს სწორი მიმართულებით განვითარებას და ხაზს უსვამს, რომ საქართველო რჩება რეგიონში ლიდერ, დასავლელი პარტნიორების დასაყრდენ ქვეყანად“, - განაცხადა ზალკალიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო