ნათია თურნავა - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, საქართველოს ეკონომიკური გუნდის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ხელს უწყობს საინვესტიციო გარემოს გაჯანსაღებას

აშშ - ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, საქართველოს ეკონომიკური გუნდის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ხელს უწყობს საინვესტიციო გარემოს გაჯანსაღებას და ძალიან მაღალ მიმზიდველობას მატებს ყველა იმ დარგს, სადაც უცხოელ ინვესტორს თავისი კაპიტალის დაბანდება შეუძლია - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

“სასიხარულოა, რომ აშშ - ის სახელმწიფო დეპარტამენტის საინვესტიციო კლიმატის შესახებ 2021 წლის ანგარიშში, რომელიც საქართველოს შეეხება, კვლავაც ძალიან მაღალ დონეზეა შეფასებული ჩვენს ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემო. მასში ხაზგასმულია, რომ ინვესტორებისთვის არის მიმზიდველი პირობები შექმნილი,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

მისივე განცხადებით, განსაკუთრებით მისასალმებელია, რომ ანგარიშში საკმაოდ დიდი ნაწილი დაეთმო ბიზნესის მხარდამჭერ სამთავრობო პროგრამებს, რომელთაც სახელმწიფო ახორციელებს. მათ შორის, ისეთებს, რომლებშიც უშუალოდ ეკონომიკის სამინისტროა ჩართული, მაგალითად, პროგრამა „აწარმოე საქართველოში“. თურნავას თქმით, ანგარიშში ხაზგასმულია აღნიშნული პროგრამის ის კომპონენტი, რომელიც მიმართულია საქართველოში უცხოელი ინვესტორების მოზიდვაზე.

„ხაზი გაესვა ახალ პროგრამებს, მათ შორის, FDI გრანტებს, რომელიც სულ ახლახანს არის შემოღებული იმისთვის, რომ უცხოელმა ინვესტორებმა არა მარტო ინვესტიცია განახორციელონ, არამედ გადაამზადონ ადგილობრივი მოსახლეობა და რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაასაქმონ,ნანგარიშში ასევე ხაზი გაესვა იმ რეფორმებს, რომელთაც ჩვენ ვახორციელებთ. მათ შორის, წიაღისეულის სექტორის რეფორმას, ახალ პროგრამას „100 წიაღისეული“ - მასში მონაწილეობა ინვესტორებს ელექტრონული აუქციონებით შეუძლიათ, აგრეთვე საპრივატიზებო გადაწყვეტილებებს, მათ შორის, დიდ კამპანიას „100 საინვესტიციო შეთავაზებას“, როდესაც პარალელური აუქციონები მიმდინარეობს, ასევე სხვა პროგრამებს, რომლებიც „აწარმოე საქართველოში“ ქოლგის ქვეშ ხორციელდება. ანგარიშის თანახმად, ყველა ეს პროგრამა იმ გადაწყვეტილებებთან ერთად, რომლებიც ჩვენმა ეკონომიკურმა გუნდმა მიიღო, ხელს უწყობს საინვესტიციო გარემოს გაჯანსაღებას და ძალიან მაღალ მიმზიდველობას მატებს ყველა იმ დარგს, სადაც უცხოელ ინვესტორს თავისი კაპიტალის დაბანდება შეუძლია,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ვლადიმერ ფესენკო - უკრაინის გარეშე უკრაინის მომავალზე შეთანხმების ნებისმიერი მცდელობები დამარცხებისთვისაა განწირული
ქართული პრესის მიმოხილვა 26.07.2021
თორნიკე შარაშენიძე - ხელისუფლების სერიოზული შეცდომა იყო ვაშინგტონისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებაში აშშ-ს ელჩის დადანაშაულება, შესაძლოა, ეს ამბავი მათ მომავალში ცუდადაც კი დაუბრუნდეთ
საქართველოს რეგიონალური პოზიციონირება ყარაბაღის კონტექსტის გათვალისწინებით: ცალკეული ასპექტები
საფრანგეთის განვითარების საფინანსო ინსტიტუტი პროპარკო (Groupe Agence Française de Développement) კრედო ბანკის აქციონერი გახდა
„ემბავუდმა“ ოქროს ბრენდის წოდება მოიპოვა