ნიკა მელიას სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის სამი მოწმე დაიკითხა

„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის სამი მოწმე დაიკითხა.

სხდომაზე ის სამართალდამცველები გამოიკითხნენ, რომლებმაც 20 ივნისის აქციაზე გარკვეული დაზიანებები მიიღეს.

მელიას ადვოკატის გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, არცერთ მოწმეს ნიკა მელიას მხრიდან აქციაზე რაიმე სახის მოწოდება არ გაუგია და მასთან არც რაიმე სახის შემხებლობა ჰქონიათ.

„დღეს გამოცხადნენ ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლები, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ 20 ივნისის აქციაში. არცერთ მათგანს არაფერი უთქვამს ნიკა მელიაზე, არც მისი მხრიდან რაიმე სახის მოწოდება გაუგიათ, არც უშუალო შემხებლობა ჰქონიათ. უბრალოდ ეს იყვნენ მოწმეები. ათეულობით ასეთი მოწმე ჰყავს ბრალდების მხარეს შეყვანილი მოწმეთა სიაში. უბრალოდ მათ აღნიშნეს ფაქტი, რომ იყო დაძაბულობა და მიიღეს გარკვეული დაზიანებები, თუმცა რა კავშირი ჰქონდა ამას ნიკა მელიასთან, ვერცერთმა მათგანმა ვერ განმარტა",- განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.

ნიკა მელიას საქმეზე შემდეგი სასამართლო სხდომა მიმდინარე წლის 9 სექტემბერს ჩაინიშნა.

ცნობისთვის, ნიკა მელიას ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით აქვს წარდგენილი.

იხილეთ ვიდეო: ნიკა მელიას სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის სამი მოწმე დაიკითხა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო