არჩილ თალაკვაძე - წარმატებებს ვუსურვებ ჯონ ბასს, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობაზე წარადგინა

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ საქართველოში აშშ-ს ყოფილ ელჩს, ჯონ ბასს სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობაზე წარდგენა მიულოცა. ამის შესახებ არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს.

„წარმატებებს ვუსურვებ ჯონ ბასს, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობაზე წარადგინა.

ჯონ ბასი ღირსეული პროფესიონალია და მოხარული ვარ, რომ მასთან წარმატებული სამუშაო გამოცდილება გვაკავშირებს. მისი დიპლომატია და ლიდერობა გამორჩეული იყო საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვან პერიოდში.

როგორც არაერთ ჩვენს ამერიკელ მეგობარს, ჯონს და მის მეუღლეს - ჰოლის უყვართ საქართველო, პატივს სცემენ ჩვენს კულტურას და ტრადიციებს და დიდად აფასებენ ქართველი და ამერიკელი ხალხის მეგობრობას“,- წერს თალაკვაძე.

ცნობისთვის, ჯონ ბასი 2009-2012 წლებში საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობას იკავებდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო