საქართველოში დაფუძნებული სუბიექტები, რომლებიც აზარტული თამაშების მომსახურების მიწოდებას საზღვარგარეთ ახდენენ, ნებართვის აღებას დაექვემდებარებიან

საქართველოში დაფუძნებული სუბიექტები, რომლებიც აზარტული თამაშების მომსახურების მიწოდებას საზღვარგარეთ ახდენენ, ნებართვის აღებას დაექვემდებარებიან. აღნიშნული პირები ვალდებული იქნებიან თავიანთი საქმიანობა აზარტული და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის საფუძველზე განახორციელონ.

ამ მიმართულებით “ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში ცვლილებები პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 81-ხმით, ერთხმად მიიღო.

მთავრობის მოთხოვნით, პროექტის განხილვა დაჩქარებული წესით მიმდინარეობს.

როგორც ფინანსთა მინისტრი მოადგილემ მიხეილ დუნდუამ განმარტა, საქართველოში არსებული სუბიექტების მიერ აზარტული თამაშების სერვისის საზღვარგარეთ მიწოდება კონტროლს მიღმაა, არ რეგულირდება, რაც თავის მხრივ, ფულის გათეთრების და ფინანსური დანაშაულის რისკებს ქმნის. მისივე თქმით, "სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ კანონის შესაბამისად, აზარტული და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მოსაკრებლის განაკვეთი წელიწადში 100 000 ლარია.

მთავრობის შეფასებით, საქართველოს ფარგლებს გარეთ ოპერირების შესაძლებლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადებისა და მოსაკრებლების საერთო რაოდენობის ზრდას.

„გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება საერთაშორისო ბაზარზე არსებული დაინტერესებით. ამასთან, ვინაიდან პროექტის შესაბამისად დგინდება საფასური, აღნიშნული შემოსავლების სამსახურის შემოსავლებს გაზრდის. გავლენის ოდენობა კი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენ პირს გაუწევს შემოსავლების სამსახური შესაბამის მომსახურებას და რა იქნება მომსახურების საფასურის ოდენობა. დღეის მდგომარეობით, აზარტული და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვა გაცემულია 13 პირზე", - განმარტავს მთავრობა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს