ეკატერინე ტიკარაძე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეებმა პაციენტების ჰოსპიტალიზაციაზე, გაწერის კრიტერიუმებზე, პედიატრიული შემთხვევების მართვის პრაქტიკასა და სამედიცინო სექტორის მზაობაზე იმსჯელეს. განიხილეს ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება , ვაქცინაციის პროცესში არსებული საჭიროებები, გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.

ამასთან, ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს იმუნიზაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„შეხვედრაზე პაციენტების კლინიკურ მიმდინარეობასა და პედიატრიული შემთხვევების მართვის პრაქტიკაზე ვისაუბრეთ. სამედიცინო სექტორის მზაობა მკურნალობის ხარისხს კიდევ უფრო გააუმჯობესებს. გარდა ამისა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამედიცინო პერსონალის აცრასაც. მათი ჩართულობა ვაქცინაციის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

სამინისტროს ინფორმაციით, 22 ივლისის მონაცემებით საქართველოში 383 339 აცრაა ჩატარებული.

„აცრაზე რეგისტრაცია შესაძლებელია, როგორც ელექტრონული პორტალის, ასევე უშუალოდ დაწესებულების ცხელ ხაზზე. გარდა ამისა, ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის მოქმედებს ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზის სპეციალური ნომერი - 144-3. ვაქცინაციის მსურველებს დარეგისტრირება შეუძლიათ პირდაპირ კლინიკაში ვიზიტის დროსაც.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა“,- ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა