გიორგი ბარამიძე - კახა კალაძემ ცოტა ცინიკური სლოგანი გამოდო, მათ მიერ დაგეშილი ორკების მიერ ლექსოს მოკვლის შემდეგ, რა სიცოცხლეზე ლაპარაკობენ?- სულ მთლად დაკარგული აქვთ სირცხვილ-ნამუსი

კალაძე არის ერთ-ერთი შემოქმედი გახარიასთან და ახლა უკვე ღარიბაშვილთან ერთად იმ სისტემისა, რამაც მოკლა ლექსო და უნდა რცხვენოდეთ! რა მეტ სიცოცხლეზე ელაპარაკებიან ადამიანებს, სხვა რაღაც მაინც მოეფიქრებინათ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი თქმით, კალაძე არის „ივანიშვილის რეჟიმის გენერალური მდივანი“ და ის არის ერთ-ერთი მთავარი ხელმძღვანელი „დანაშაულებრივი კრიმინალური ჯგუფის, რომელმაც გაძარცვა ჩვენი ქვეყანა, რომელიც კლავს ადამიანებს“.

კახა კალაძემ ცოტა ცინიკური სლოგანი გამოდო დღეს, „მეტი სიცოცხლე ყველა უბანში“. მე მგონია სულ მთლად სირცხვილ-ნამუსი აქვთ დაკარგული - მათ მიერ დაგეშილი ორკების მიერ ლექსოს მოკვლის შემდეგ, სხვა რაღაც მაინც ეთქვათ და რა სიცოცხლეზე ლაპარაკობენ, ალბათ, სიცოცხლის ნაცვლად, იქ ბევრი შპრიცი და ნარკოტიკები და რაღაც უნდა იყოს დაწერილი თუ დახატული, ამას თუ ჰპირდება ქუჩის ყაჩაღებს და ძველბიჭებს და იმათ, რომლებსაც არანაირი იდეა არ გააჩნიათ და არაფრის დანახვა არ შეუძლიათ, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში და საით მიექანება ის და საერთოდ რას გვპირდებოდა ივანიშვილი და რეალურად რა მივიღეთ, რომ იტყვიან რა შევუკვეთეთ და რა ჩამომივიდაო. კალაძე არის ივანიშვილის რეჟიმის გენერალური მდივანი, მას აქვს ეს ფუნქცია და ის არ არის მხოლოდ მეურნე, ის ერთ-ერთი მთავარი ხელმძღვანელია ამ დანაშაულებრივი კრიმინალური ჯგუფის, რომელმაც გაძარცვა ჩვენი ქვეყანა, რომელიც მართლა კლავს ადამიანებს, მარტო ლექსოს კი არა“,- განაცხადა ბარამიძემ.

მან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე მიმდინარე კონსულტაციებზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ კონსულტაციები მიმდინარეობს ყველასთან გარდა „სტრატეგია აღმაშენებელთან“ და გიორგი გახარიას პარტიასთან.

„ეს კონსულტაციები დიდი ხანია მიმდინარეობს. ის მიმდინარეობს რეალური ოპოზიცია ვინც არის, პროდასავლური ოპოზიცია, იმ პარტიათა აბსოლუტურ უმრავლესობასთან. გამონაკლისი არის გოგიტა ვაშაძის პარტია, რომელსაც თვითონ აქვს დაჩემებული, რომ პრემიერ-მინისტრი უნდა იყოს და რაღაც უცნაურ ფორმულას გვთავაზობს, სწორედ „დამარცხების ფორმულას“, რომ თურმე „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატურა არ უნდა იყოს. სასაცილოდ აიგდო თავი, კაცი პრემიერ-მინისტრობაზე იქაჩებოდა და 3%-ც ვერ აიღო, თავის საარჩევნო ოლქში მესამე ადგილზე გავიდა. ადამიანი, რომელიც რეალობას თვალს ვერ უსწორებს და განდიდების მანიით არის შეპყრობილი, არაა ადეკვატური. რაც შეეხება გახარიას, მასთან არც გვქონია მცდელობა რომ კონსულტაცია გვქონოდა, იმიტომ, რომ ჩვენ მას არ განვიხილავთ არც პროდასავლურ პარტიად და არც პარტიად, რომელიც განსხვავდება „ქართული ოცნებისგან““, - განაცხადა ბარამიძემ.

გაამართლა თუ არა მართვის მოწმობის ასაღები გამოცდის რეალურ მოძრაობაში გადატანამ და როგორია ჩაბარება-ჩაჭრის მაჩვენებელი? - ინტერვიუ შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილესთან
კორნელი კაკაჩია - ამერიკელი ანალიტიკოსების აზრით, „საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც დაკარგა სტრატეგიული კომპასი“ და „ახლა ძრავაგაჩერებულ მანქანას ჰგავს, რომელიც ინერციით მოძრაობს“
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2022
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, „ავეჯის აკადემიის“ საამქრო ახალი დანადგარებით აღიჭურვა
თბილისში „ელიტ ელექტრონიქსის“ ახალი კონცეფციის მაღაზია გაიხსნა
თბილისში „სმარტის“ 32-ე სუპერმარკეტი გაიხსნა
ბაზისბანკმა, შეღავათიანი აგრო კრედიტის ფარგლებში, ხილის გადამამუშავებელი ქარხანა დააფინანსა
ევექსი კლინიკებმა კამპანია - „გეკუთვნის“ დაიწყო
კახა ოქრიაშვილი - ჩვენი ეკონომიკა მინუსშია! დაბეჭდავენ ფულს, როგორც აქამდე და დაარიგებენ, ოღონდ ამ ფულით უფრო ნაკლებს ვიყიდით, ვიდრე დღეს ვყიდულობთ
წარმატება, რომელსაც BTU-მ 6 წლის განმავლობაში მიაღწია
ქართული ხალხური სიმღერის გამორჩეულ ოსტატსა და ლოტბარს, ტრისტან სიხარულიძეს სპეციალური ჯილდო - „მადლიერების ჩიტი“ გადაეცა