მარნეულში ყოფილი ცოლისა და სიმამრის მკვლელობის საქმეზე, ასევე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტებზე დაკავებულებს ბრალდება წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ, მარნეულის მუნიციპალიტეტის, სოფელ ზემო სარალში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ე.ა.-ს ბრალი დამამძიმებელ გარემოებებში, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი განზრახ მკვლელობის და განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო ტარების მუხლებით წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პროკურატურამ ასევე ბრალდებულის ე.ა.-ს მამის ზ.ა.-ს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ტ.პ.-ს, ხოლო სხვისი ნივთის დაზიანებისთვის ი.პ.-ს ბრალდება წარუდგინა.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 20 ივლისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო სარალში ე.ა-მ, შერიგებაზე უარის გამო შურისძიების მიზნით, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღიდან ყოფილი მეუღლის - გ.პ.-ს, მეუღლის ძმის - ა.პ.-ს, მეუღლის მამის - ი.პ.-ს და დედის - ს.ა.-ს მიმართულებით, დამიზნებით, რამდენიმე გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სროლის შედეგად, გ.პ.-მ და ი.პ.-მ სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიიღეს და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალნენ. ხოლო ს.ა. და ა.პ. დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად სიკვდილს გადაურჩნენ.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მომხდარი დანაშაულის შემდეგ, გარდაცვლილების ნათესავები ტ.პ. და ი.პ. სხვა პირებთან ერთად მივიდნენ ე.ა.-ს საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც ტ.პ.-მ შურისძიების მიზნით, ე.ა.-ს მამას ზ.ა.-ს სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება მიაყენა, ხოლო ი.პ.-მ ეზოში გაჩერებული ორი ავტომანქანა დააზიანა.

სამართალდამცველებმა ე.ა., ტ.პ. და ი.პ. იმავე დღეს დააკავეს. ე.ა.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ1“ (განზრახ მკვლელობა გენდერის ნიშნით) და „ვ“ (განზრახ მკვლელობა ოჯახის წევრის მიმართ) ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობა), 19, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ1“ (განზრახ მკვლელობის მცდელობა გენდერის ნიშნით) და „ვ“ (განზრახ მკვლელობის მცდელობა ოჯახის წევრის მიმართ) ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება) წარედგინა რაც სასჯელის სახით 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტ.პ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო ი.პ.-ს 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება) წარედგინა ბრალდება, რაც ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება გრძელდება“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს