ვახტანგ მეგრელიშვილი - თუ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს დავაყენებთ ერთიან კანდიდატად, შეიძლება არჩევნები სასტიკად წავაგოთ - მინდა, ოპოზიციამ წინასწარ წაგებული თამაში არ ითამაშოს

ორივეს ვიცნობ, თინა ბოკუჩავასაც და შალვა პაპუაშვილსაც. რომ არა ის კონცერტები, რომელიც სასესიო დარბაზში იდგმევა, ჩვეულებრივ სიტუაციაში, ხომ წარმოუდგენელია, რომ შეიძლება ასე იქცეოდეს, ერთი ან მეორე?! - ანუ, იქ რაღაც უცნაურობა ხდება, დაპირისპირებულ როლებში მყოფთ, უცნაურად ქცევას აიძულებს , - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში, „360 გრადუსი“ განაცხადა და ამით, 18 ივლისს, პარლამენტში შს მინისტრის მისვლასა და ოპოზიციის მიერ მოწყობილ პერფორმანსს გამოეხმაურა.

როგორც ვახტანგ მეგრელიშვილმა აღნიშნა, რაც პარლამენტში ხდება, არასერიოზულია.

„ჩემი აზრით, ბევრად უფრო სერიოზული რაღაცები ხდება. ძალადობა, ქალის წინაშე იქნება თუ კაცის, ნებისმიერ შემთხვევაში, დასაგმობია. ერთი მხრივ გასაგებია, რომ დეპუტატის და იქაური პარლამენტარის საქმე არ არის მანდატურის ფუნქციის შესრულება, მაგრამ მეორე მხრივ, რაც ვიდეოში ვნახეთ, ჩვეულებრივი გაიწიე-გამოიწიე იყო.

ორივეს ვიცნობ, თინას და შალვასაც. რომ არა ის კონცერტები, რომელიც სასესიო დარბაზში იდგმევა, ჩვეულებრივ სიტუაციაში, ხომ წარმოუდგენელია, რომ შეიძლება ასე იქცეოდეს, ერთი ან მეორე?! ანუ, იქ რაღაც უცნაურობა ხდება, დაპირისპირებულ როლებში მყოფთ, უცნაურად ქცევას აიძულებს. რაც უფრო სერიოზულობას იძენს, ეთიკის კომისიაზე უნდა გავიდესო, უნდა ვიჩივლოთო, ქალთა წინაშე ძალადობაო, ეს ყველაფერი მგონია არასერიოზული“, - თქვა მეგრელიშვილმა.

„გირჩის“ ლიდერმა ასევე ისაუბრა ოპოზიციის საერთო კანდიდატად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას შესაძლო დასახელებაზე. მისი თქმით, ამ შემთხვევაში ოპოზიციური სპექტრი წინასწარ წაგებულ თამაშს ითამაშებს.

„ამ თამაშს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად ვთამაშობთ ბოლო 9 წლის განმავლობაში და ჩემი აზრით, ეს თამაში ყველაზე მეტად „ქართულ ოცნებას“ აწყობს. მთავარი არის 43%. პირველ ტურში, თუ „ქართული ოცნება“ ვერ აიღებს 43%-ს, მაშინ ოპოზიციას მეორე ტურებში, მაჟორიტარულ ნაწილში, შანსი უჩნდება, რადგან სხვა ემოციით მივა ხალხი. „ქართულმა ოცნებამ“ პრაქტიკულად ვერ მიიღო ის, რაც მისთვის პროგრამა მინიმუმი იყო. თუ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს დავაყენებთ ერთიან კანდიდატად, შეიძლება ეს არჩევნები სასტიკად წავაგოთ. მინდა ოპოზიციამ წინასწარ წაგებული თამაში არ ითამაშოს“, - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა