კობა კობალაძემ ანზორ ჩუბინიძესთან შეხვედრა გამართა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს, სახელმწიფო დაცვის გენერალ-მაიორ ანზორ ჩუბინიძეს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

„მეგობრული შეხვედრის მიზანი, უწყებათა შორის ურთიერთობების გაღრმავება და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების პოტენციალის, მათი გამოცდილების უფრო მეტად გამოყენება და სტრუქტურაში ვეტერანთა მეტად ჩართულობა წარმოადგენდა, რაც სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ვეტერანთა დასაქმებას გულისხმობს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, მხარეები, ასევე, შეთანხმდნენ, სამომავლოდ ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვაზე, რომლებიც საზოგადოების მხრიდან როგორც მოქმედი, ასევე თადარიგის ოფიცრების ღვაწლის უფრო მეტად დაფასებისკენ იქნება მიმართული.

„შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა, ერთმანეთს, სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს”, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა