გიორგი ხანიშვილი - მეთხილე ფერმერებმა შეძლეს მიეღოთ ისეთი მოსავალი, რაც 2-3 წლის წინ წარმოუდგენელი იყო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი სამეგრელოსა და გურიის რეგიონებში მეთხილე ფერმერებს შეხვდნენ.

გიორგი ხანიშვილმა თხილის ბაღები დაათვალიერა და ფერმერებისგან აგროსამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

„მნიშვნელოვანია, რომ ფერმერებმა სწორად გამოიყენეს სახელმწიფო მხარდაჭერა - ის ცოდნა, ახალი ტექნოლოგიები და ტექნიკური დახმარება, რაც გადავეცით; ყოველივე ამის შედეგად, მათ შეძლეს მიეღოთ ისეთი მოსავალი, რაც 2-3 წლის წინ წარმოუდგენელი იყო“, - აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დასავლეთ საქართველოში, აქტიურად მიმდინარეობს ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები. „თხილის გადარჩენის პროგრამა“ ფერმერებს ცოდნის ამაღლების, ტექნიკურ საშუალებებზე წვდომისა და, შედეგად, მოსავლის გაუმჯობესების საშუალებას აძლევს.

გურიაში ფერმერებთან შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძეც ესწრებოდა. გიორგი ურუშაძის განცხადებით, სახელმწიფოს შესაბამისი სამსახურებისა და ფერმერთა მიერ ერთობლივად განხორციელებული სამუშაოების შედეგად, რეგიონში თხილის მოსავალი მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული.

ამ დროისთვის, დასავლეთ საქართველოში, ფერმერები თხილის მოსავლის აღებისთვის ემზადებიან. თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში წელსაც მაღალი ხარისხის უხვ მოსავალს პროგნოზირებენ. ასოციაციაში 27 ათასზე მეტი ფერმერია გაწევრიანებული, რომელთა თხილის ფართობები, ჯამურად, 31 ათას ჰექტარს აღემატება.

აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ირაკლი მელაშვილი - დასავლური კურსი დეკლარირებული გვაქვს, მაგრამ ხელისუფლებას მკაფიოდ აქვს გასაცემი პასუხი კითხვაზე - რატომ ამბობს საქართველო უარს დასავლეთის სამხედრო დახმარებაზე
მამუკა გამყრელიძე - პუტინისთვის საბედისწერო აღმოჩნდა შანხაის  სამიტი, მან სამარყანდში დაინახა, რომ  მარტო დარჩა, ამიტომაც შეცვალა ომის მიზანი
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2022
ბორის სოკოლოვი - პუტინს ნებისმიერ ფასად უნდა ომში გამარჯვება, ამაზეა დამოკიდებული მისი პოლიტიკური მომავალი და ფიზიკურად გადარჩენაც, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ იგი მზადაა, გამოიყენოს თუნდაც ტაქტიკური ბირთვული იარაღი
კახა ოქრიაშვილი - ჩვენი ეკონომიკა მინუსშია! დაბეჭდავენ ფულს, როგორც აქამდე და დაარიგებენ, ოღონდ ამ ფულით უფრო ნაკლებს ვიყიდით, ვიდრე დღეს ვყიდულობთ
წარმატება, რომელსაც BTU-მ 6 წლის განმავლობაში მიაღწია
ქართული ხალხური სიმღერის გამორჩეულ ოსტატსა და ლოტბარს, ტრისტან სიხარულიძეს სპეციალური ჯილდო - „მადლიერების ჩიტი“ გადაეცა
ქართული ციფრული ბანკების გლობალური აღიარება
ვოლტი ზუგდიდშია