ხათუნა სამნიძე - 5-6 ივლისის მოვლენების გამოსაძიებლად ჩვენმა ფრაქციამ დროებითი საგამოძიებო კომისიის ინიციატივა დაარეგისტრირა - იმედი გვაქვს, რომ კომისიის შექმნას მხარს დაუჭერენ ჩვენი კოლეგები

5-6 ივლისის მოვლენების გამოსაძიებლად ჩვენმა ფრაქციამ დროებითი საგამოძიებო კომისიის ინიციატივა დაარეგისტრირა - იმედი გვაქვს, რომ კომისიის შექმნას მხარს დაუჭერენ ჩვენი კოლეგები, - ამის შესახებ ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მისი აზრია, რომ შსს- ს უმოქმედობა გამოწვეული იყო იმით, რომ ამ ძალადობრივი აქციის უკან თავად ხელისუფლება და საპატრიარქო დგას.

„რა თქმა უნდა, მთავარი ფოკუსი იქნება რუსული კვალი და გავლენა, ამაზე არაერთი განცხადება გაკეთდა როგორც ადგილობრივი ექსპერტების, ასევე, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, რომ ამ მოვლენების უკან იყოს კრემლი. იმედი გვაქვს, რომ კომისიის შექმნას მხარს დაუჭერენ ჩვენი კოლეგები, უკვე გვაქვს თანხმობა რამდენიმე ფრაქციისგან, ვაგრძელებთ კოლეგებთან კონსულტაციებს და იმედი გვაქვს, ის 50 ხმა რაც ამ კომისიის მუშაობის დაწყებას სჭირდება, იქნება პარლამენტში.

ჩვენ გვაქვს უფლება დავიბაროთ კომისიაში სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, ძირითადი აქცენტი იქნება ამ მიმართულებით და ფოკუსი იქნება ქვეყნის უსაფრთხოება და ეროვნული ინტერესები - სად იკვეთება კრემლის კვალი", - განაცხადა სამნიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა