გიორგი ვაშაძე - „ნაცმოძრაობის“ კანდიდატს ოპოზიციური ელექტორატისთვის აქვს მსუსხავი ეფექტი - ბევრია ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი, მაგრამ არასდროს დაუჭერს მხარს მათ

„ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს ოპოზიციური ელექტორატისთვის აქვს მსუსხავი ეფექტი - ბევრია ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი, მაგრამ არასდროს მხარს არ დაუჭერს „ნაციონალურ მოძრაობას“, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ გარკვეულ პარტიებთან თანამშრომლობას გეგმავს, თუმცა, ყველა ოპოზიციური პარტიის დაჯგუფება რომელიმე ერთი კონკრეტული მერობის კანდიდატის ნომრის ქვეშ სწორად არ მიაჩნია.

„სტრატეგია აღმაშენებელს" თვითმმართველობის არჩევნებისთვის აქვს თავისი გზა, ჩვენ გვეყოლება ჩვენი ღირსეული კანდიდატები, როგორც მაჟორიტარულ ოლქებში, ასევე პროპორციულ სიაში. ჩვენთვის ყველაზე მთავარია 43 პროცენტი არ ავაღებინოთ „ქართულ ოცნებას", სწორედ ამ მოცემულობიდან გამომდინარე გამოვდივართ, ამიტომ გარკვეულ პარტიებთან გვექნება თანამშრომლობა, მაგრამ არა იმ ჯგუფებთან, რომელიც დღეს წარადგენს კანდიდატებს. რასაც ვგეგმავთ, ერთ კვირაში გაიგებთ. აბსურდია ვილაპარაკოთ, რომ მერობის არჩევნებია ახლა ჩვენთვის მთავარი ამოცანა, ჩვენთვის მთავარი ამოცანა არის პროპორციული არჩევნები, 43 პროცენტი კალაძის, მელიას და სხვების ხმებიდან კი არ ითვლება, პროპორციული ხმებიდან ითვლება, ამიტომ ჩვენ გვჭირდება ბევრი დამოუკიდებელი კამპანია, რომ მაქსიმალურად არ დაიკარგოს ოპოზიციური ხმები. თუ ყველა ოპოზიციურ ხმას დავაჯამებთ ერთი ნომრის ქვეშ, ასეთ შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ ნამდვილად გაიმარჯვებს და 43 - პროცენტიან ბარიერს ნამდვილად გადალახავს. ჩემთვის მნიშვნელოვანია ერთიანი ბრძოლა რიგგარეშე არჩევნებისთვის, თუ სხვებს სხვა ამოცანები გაუჩნდათ ამ პროცესში, გაგვაგებინონ,"- განაცხადა ვაშაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია