ირაკლი ქარსელაძე - 2030 წლისთვის ექსპლუატაციაში შესული იქნება 760 კილომეტრი მაგისტრალური გზა

ჩვენი სამინისტროს მიზანია რეგიონების მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული განვითარება და მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესება, ამ მიზნის მისაღწევად კი მომდევნო 10 წლის განმავლობაში, სხვადასხვა სფეროში 31 მილიარდი ლარის ინვესტირება მოხდება, - ამის შესახებ სამინისტროს 10-წლიანი გეგმის წარდგენისას, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.

მისი განცხადებით, 2030 წლისთვის ყველა მაგისტრალური გზის მშენებლობა დასრულდება და წითელი ხიდიდან სარფამდე მგზავრობის დრო განახევრდება, მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იქნება სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგება. ამასთან ერთად, ყველა მუნიციპალური ნაგავსაყრელი ჩანაცვლდება თანამედროვე რეგიონული ცენტრებით, სოციალურად და ეკონომიკურად განვითარდება რეგიონები, გაძლიერდება მუნიციპალიტეტები და გაიზრდება მათი შესაძლებლობები.

„ბუნებრივია, ყველა სტრატეგიას გააჩნია შესაბამისი ინდიკატორები, რომლის მიხედვითაც ჩვენ უნდა გავზომოთ ჩვენი გეგმების შესრულების ეფექტიანობა, კერძოდ: ამჟამად სამშენებლო სამუშაო მიმდინარეობს 118 კმ მაგისტრალზე და 2030 წლისთვის ექსპლუატაციაში შესული იქნება 760 კმ მაგისტრალური გზა, რაც აისახება საგზაო უსაფრთხოების ხარისხსა და გადაადგილების დროზე“, - აღნიშნა ქარსელაძემ.

ინფრასტრუქტურის მინისტრმა ასევე ისაუბრა წყალმომარაგების შესახებ. მისი განცხადებით, 2025 წელს ყველა ქალაქში, 2030 წლისთვის კი მთელი ქვეყნის მასშტაბით ხელმისაწვდომი იქნება სტანდარტის შესაბამისი სასმელი წყალი. 2025 წლისთვის აშენდება მყარი ნარჩენების მართვის 4 რეგიონული თანამედროვე ცენტრი, ხოლო 2030 წლისთვის 6-ვე რეგიონული ცენტრი დასრულდება, რომელიც ეტაპობრივად ჩაანაცვლებს 54 ძველ მუნიციპალურ ნაგავსაყრელს.

მისი პროგნოზით, მუნიციპალიტეტების ფინანსურად გაძლიერების მიმართულებით, 2025 წლის ბოლოსთვის თვითმმართველობების შემოსულობები მშპ-ის არანაკლებ 7% იქნება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს