ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენს კანდიდატს თბილისში, არც ერთ ქალაქში, არც ერთ მუნიციპალიტეტში არ ეყოლება ალტერნატივა

ჩვენს კანდიდატს თბილისში, არც ერთ ქალაქში, არც ერთ მუნიციპალიტეტში არ ეყოლება ალტერნატივა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

„ჩვენ ყველა ქალაქში, დედაქალაქში, ყველგან, მუნიციპალიტეტებში გავიმარჯვებთ დამაჯერებლად. „ნაციონალურ მოძრაობას“ როგორც კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, იმიტომ, რომ სხვა პარტიები რეალურად აღარ ჩანს, არავითარი დღის წესრიგი არ გააჩნიათ გარდა ერთისა, რომ ქვეყანაში იყოს მუდმივი ქაოსი და დესტაბილიზაცია, რასაც ვერ ეღირსებით!“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა