ირაკლი ღარიბაშვილი - ქუჩაში თუ რაღაც ჩხუბი მოხდა, ეს სახელმწიფომ აღკვეთა და ყველა მოძალადე დაიჭირა, ეს არის მთავარი

ქუჩაში თუ რაღაც ჩხუბი მოხდა, ეს სახელმწიფომ აღკვეთა და ყველა მოძალადე დაიჭირა, ეს არის მთავარი, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ როდის დაისჯებიან 5-6 ივლისს მედიასაშუალებების წარმომადგენლებზე განხორციელებული ძალადობის მონაწილეები და ორგანიზატორები.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, „ყველა მოძალადე არის დასჯილი, ყველა მოძალადე არის დაჭერილი“.

„ქუჩაში თუ რაღაც ჩხუბი მოხდა, ეს სახელმწიფომ აღკვეთა და ყველა მოძალადე დაიჭირა, ეს არის მთავარი. მთელი ეს სიყალბე, რომელიც ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვნახეთ, არის მხოლოდ და მხოლოდ ვიწროპარტიული ინტერესების გატარებისთვის ორგანიზებული“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამასთანავე, როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის დროს მთელი სახელმწიფო იყო მოძალადე, როგორც მედიაზე, ასევე ბიზნესზე და მოქალაქეებზე.

„მთელი სახელმწიფო იყო მოძალადე თქვენი ხელისუფლების დროს. სააკაშვილის დროს სახელმწიფო იყო მოძალადე როგორც ტელევიზიაზე, ბიზნესზე, ასევე მოქალაქეებზე, ყველაზე,“- განაცხადა ღარიბაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა