"სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრმა" აშშ-ის საელჩოს მიმართა და 5-6 ივლისის მოვლენების ორგანიზატორებისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს

"სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრმა" საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებით მიმართა.

ისინი 5-6 ივლისის მოვლენების ორგანიზატორების დასჯას და მათზე სანქციების დაწესებას მოითხოვენ.

როგორც "სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრის" თავმჯდომარემ გიორგი ყუფარაძემ განაცხადა, ისინი აღნიშნული მოთხოვნით ევროკავშირის წარმომადგენლობასაც მიმართავენ.

"ჩვენი ორგანიზაციის სახელით მივმართეთ ამერიკის საელჩოს და ასევე მივმართავთ ევროკავშირის წარმომადგენლობას, რომ პერსონალური სანქციები იქნას გამოყენებული 5-6 ივლისის დროს ძალადობის ჯგგუფების ორგანიზატორების მიმართ, კერძოდ კონსტანტინე მორგოშიას, გურამ ფალავანდიშვილის და ალტ ინფოს წარმომადგენლების მიმართ. ასევე მივაწოდეთ ინფორმაცია მათი ბიზნესის და საქმიანობის შესახებ. იმედია ჩვენი მეგობარი ქვეყნები გაითვალისწინებენ ამ მიმართვას", - განაცხადა ყუფარაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო