ურეკში სამოქალაქო ლიდერების, ექსპერტებისა და მედია-მენეჯერების შეხვედრა გაიმართა

ურეკში, სასტუმრო „კოლხიდაში“ რეგიონალური სამოქალაქო აქტივისტების, პოლიტიკის, ეკონომიკის, უსაფრთხოების, გარემოს დაცვისა და ტექნოლოგიების ექსპერტების და მედია-მენეჯერების ფორუმი მიმდინარეობს.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი და სამოქალაქო ინიციატივებისა და ინოვაციების ცენტრი (CIIC).

როგორც სამოქალაქო ინიციატივებისა და ინოვაციების ცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა ლაგაზიძე აცხადებს, მსგავსი ფორმატი ემსახურება რეგიონალური სამოქალაქო ლიდერების, ექსპერტების და მედიის ურთიერთთანამშრომლობის ახალი გზების და ფორმების მოძიებას და საერთო რეგიონალური ქსელს შექმნას, ასევე ანტიდემოკრატიული იდეებისა და ტენდენციების წინააღმდეგ გააქტიურებას.

„ღონისძიების სადისკუსიო თემები მოიცავს მსჯელობას ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე, მიზეზებზე, პრობლემებსა და გამოსავლის გზების ძიებაზე. ასევე, სისტემურ გამოწვევებზე და თვითმმართველობის რეფორმაზე, სტრატეგიული მიზნების იდენტიფიკაციასა და სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის მეტი ეფექტურობის უზრუნველყოფაზე“, - განაცხადა ლაგაზიძემ.

მისივე თქმით, მსგავსი აქტივობების მიზანი რეგიონებში მოქმედი სამოქალაქო ლიდერებისა და ადგილობრივი, თვითორგანიზებადი ჯგუფების ხელშეწყობა და გაძლიერებაა.

„ჩვენი მიზანია რეგიონებში მოქმედი სამოქალაქო ლიდერებისა და ადგილობრივი, თვითორგანიზებადი ჯგუფების ხელშეწყობა და გაძლიერება; ადგილობრივი, რეგიონალური პრობლემების საერთო-ნაციონალური ცნობადობის და მედიაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა; საქართველოს რეგიონებში მყოფი აქტიური ადამიანების, რეგიონალური ლიდერების წარმოჩენა, მათი ექსპერტული, ტექნოლოგიური და მედია მხარდაჭერა; სამოქალაქო აქტივიზმის რეგიონთაშორისი თანამშრომლობის ქსელის ფორმირება; სამოქალაქო ლიდერების და სხვადასხვა სფერო ექსპერტების თანამშრომლობის ფორმატის ჩამოყალიბება; სამოქალაქო ლიდერების და ექსპერტებს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება“, - განაცხადა ლაგაზიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს