შსს-ში, 5 ივლისთან დაკავშირებით ჟურნალისტ ვახო სანაიას გამოკითხვა მიმდინარეობს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში ჟურნალისტ ვახო სანაიას გამოკითხვა მიმდინარეობს.

როგორც სანაიამ უწყებაში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მას განუმარტეს, რომ კითხვები 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით აქვთ. სანაიას თქმით, გაუგებარია უწყებაში მისი დაბარება და „ფონს ქმნიან, რომ მუშაობენ“.

„დამიკავშირდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროდან და მთხოვეს გამოკითხვაზე მისვლა. ჩემთვის ცოტა უცნაური იყო, რა საკითხზე უნდა მოვსულიყავი, ამიტომ რამდენჯერმე ჩავეკითხე და მითხრეს, რომ 5 ივლისთან დაკავშირებით. ცოტა გაუგებარია - ვინც დასაბარებელია 5 ივლისთან დაკავშირებით, ისინი უნდა დაიბარონ და მეტიც, დააკავონ კიდეც. ჩადენილი დანაშაულის კადრები აქვთ. ორგანიზატორები ვინც იყვნენ, მათ იბარებენ და უშვებენ. მგონია, რომ თითქოს ფონს ქმნიან, რომ მუშაობენ. ჩემ გარდა რამდენიმე ჩემი კოლეგა დაიბარეს, ის ადამიანები, რომლებიც აქციების დროს ვაქტიურობდით“,- განაცხადა სანაიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა