მინერალური წყალი „ბორჯომი“ ახალ კამპანიას იწყებს

130 წლიანი ისტორიის მქონე მინერალური წყალი „ბორჯომი“, ახალ კამპანიას იწყებს, რომელშიც აქცენტს იუვენილური, ანუ პირველქმნილი წყლის აღმოჩენის ისტორიაზე აკეთებს. ვიდეო რგოლი „ბორჯომის“ შესახებ ლეგენდას გვიამბობს, რომლის თანახმად, მონადირეებისგან დაჭრილი ირემი, სწორედ „ბორჯომის“ უნიკალური წყლით განიკურნა.

წლების განმავლობაში ჩატარებული კვლევები ადასტურებს, რომ „ბორჯომი“ იუვენილური წარმოშობის წყალია, რომლის შემადგენლობაშიც 60-ზე მეტი სასარგებლო მინერალია. სწორედ წყლის უნიკალური შემადგენლობა და სასარგებლო თვისებები გახდა ახალი კამპანიის საფუძველი.

მაცოცხლებელი წყალი, ცოცხალი ლეგენდა - სწორედ ეს არის ახალი კომუნიკაციის მთავარი გზავნილი, რადგან ეს არის წყალი, რომელიც აცოცხლებს სხეულს, გონებასა და სულს.

ირინა კეიდია, „ბორჯომის“ ბრენდ მენეჯერი:

„ქართულ ლეგენდარულ მინერალურ წყალს - “ბორჯომს“ საკმაოდ ამბიციური გლობალური გეგმები აქვს, ვვითარდებით საექსპორტო ბაზრებზე მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ ახალ კომუნიკაციაში აქცენტი „ბორჯომის“ ქართულ წარმოშობაზე და მის უნიკალურ თვისებებზე გაგვეკეთებინა. სწორედ ამიტომ, იუვენილური წყლის აღმოჩენის ისტორია გამოვიყენეთ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ახალი სარეკლამო რგოლის პრეზენტაცია პირველად საქართველოში მოხდება, შემდეგ კი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გავრცელდება.“

ვიდეო რგოლი, ევროპულმა კრეატიულმა სააგენტო Virtue-მ საქართველოში, კერძოდ კი ბორჯომის ხეობაში, მარტვილის კანიონში, ზღაპრულ პრომეთეს მღვიმესა და თბილისში გადაიღო. ვიდეოს მთავარი გმირი მოდელი ლიკა რიგვავაა, დიზაინერი - იკა ბობოხიძე. ზღაპრულ გარემოში, ბრენდი კომპოზიტორ ნიკოლოზ რაჭველისა და ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მიერ, სპეციალურად „ბორჯომისთვის“ შექმნილი მუსიკის ფონზე გვამოგზაურებს.

ნიკოლოზ რაჭველი, კომპოზიტორი:

„ბორჯომთან ბევრი საინტერესო მოგონება მაკავშირებს, რის გამოც განსაკუთრებით ემოციური იყო ჩემთვის სამუშაო პროცესი. მთავარი ამოცანა იყო, რამდენიმე წამში, მეჩვენებინა ჩვენი ეროვნული იდენტობა. მინდა რომ ვიდეოს ნახვის შემდეგ, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანს, წარმოდგენა შეექმნას არა მხოლოდ „ბორჯომზე“, არამედ მთელ საქართველოზე, როგორც „ბორჯომის“ სამშობლოზე. მუსიკის პირველ ეპიზოდში ლელა თათარაიძის სიმღერა „სამშობლოს“ რამდენიმე წამი გამოვიყენე, მეორე ნაწილი კი უკვე სპეციალურად „ბორჯომისთვის“ შევქმენი. მუსიკის სიმფონიური ნაწილი საქართველოს ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა ჩაწერა. ელექტრონულ ნაწილზე კი გიორგი შამანაურმა იმუშავა.“

ვიდეო რგოლში მხატვრული ელემენტები და ქართული სიმბოლოებია გამოყენებული. შეიქმნა ბოლნისის ჯვრის ფორმაზე დაფუძნებული, სპეციალური სიმბოლო-ორნამენტი, რომელიც დატანილია საქართველოს დროშაზეც. სიმბოლო-ორნამენტი ერთმანეთში აერთიანებს „ბორჯომის“ წყაროს, ქართულ იდენტობას და ირემს, როგორც „ბორჯომის“ სიმბოლოს. იმისთვის, რომ საერთაშორისო ბაზრებზე, ბრენდის ქართული იდენტობა კიდევ უფრო ხაზგასმული ყოფილიყო, კომუნიკაციის ტიპოგრაფიაში, „ბორჯომი“ ქართულ მხედრულ დამწერლობას სხვადასხვა ქვეყნის დამწერლობასთან აერთიანებს.

„ბორჯომის ახალი სარეკლამო რგოლი საქართველოს სატელევიზიო სივრცეში დღეიდან ჩაეშვება, მოგვიანებით კი სარეკლამო რგოლი ევროპაში, ცენტრალურ აზიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გავრცელდება.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო