ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, თუ პირბადის ტარებისთვის გარკვეული სანქციები გახდება საჭირო, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო აღნიშნულ საკითხზე იმსჯელებს

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, თუ პირბადის ტარებისთვის გარკვეული სანქციები გახდება საჭირო, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო აღნიშნულ საკითხზე იმსჯელებს.

როგორც მინისტრი აცხადებს, ამ ეტაპზე პირბადის ტარების რეკომენდაციაც საკმარისია, რომ მოქალაქეებმა საკუთარი ქცევა მართონ.

„მე კარგად მახსენდება პანდემიის პირველი ტალღა, როდესაც მარტივი რეკომენდაციები გაიცა. მაშინ არაერთხელ აღვნიშნავდი, რომ იყო საოცარი ერთსულოვნება და ერთად ვახორციელებდით იმ ღონისძიებებს, რომელიც პანდემიის დასაძლევად იყო საჭირო. აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ დღესდღეობით, როცა სამედიცინო სექტორს, სამთავრობო გუნდს, თითოეულ ჩვენგანს აქვს საკმარისი გამოცდილება და ცოდნა იმასთან დაკავშირებით თუ რა არის ყველაზე ეფექტური გზა, რომ ვიყოთ დაცულები და და ასევე დავიცვათ სხვა. სავალდებულოობა რა თქმა უნდა, შეიძლება იქნეს განხილული პირბადის ტარების ამა თუ იმ სივრცეში, მაგრამ ვთვლი, რომ როცა არსებობს რეკომენდაცია, ისიც გახლავთ საკმარისი, რათა ვმართოთ ჩვენი ქცევა. თუმცა, თუ ჩვენ დავინახავათ, რომ საჭიროა გარკვეული სანქციების დაწესება, რათა გავზარდოთ პირბადის ტარება, ამას გავიტანთ საბჭოზე სამსჯელოდ და შესაბამისად მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს