ეკატერინე ტიკარაძე - არ გვინდა ძალდატანება, უბრალოდ ვცდილობთ ახსნას, რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინა

არ გვინდა ძალდატანება - მნიშვნელოვანია, საზოგადოების შეგნების დონე ეტაპობრივად ისე გაიზარდოს, რომ ადამიანებმა ვაქცინებისადმი ნდობა მოიპოვონ და დამყოლობა იყოს ნებაყოფლობითი,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, ვაქცინაციასთან დაკავშირებით კამპანია აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და საბჭოზე განიხილეს საკითხი, რომ ამ პროცესში „მნიშვნელოვანია მინისტრთა კაბინეტის სრული ჩართულობა“.

„ჯანდაცვის სამინისტრომ არაერთი პიარ-კამპანია ჩაატარა, ცნობილი სახეების და ექიმების ჩართულობით. ჩვენი მიდგომა ისაა, რომ ჩვენ არ გვინდა ძალდატანება, უბრალოდ გვაქვს მოსახლეობასთან კომუნიკაცია და ვცდილობთ ახსნას, რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინა, რომელიც, რა თქმა უნდა, შეიძლება არ იცავდეს ვირუსის გადადებისგან, მაგრამ ის აუცილებლად იცავს ლეტალობისგან. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების შეგნების და სანდოობის დონე ეტაპობრივად ისე გაიზარდოს, რომ ადამიანებმა ვაქცინებისადმი ნდობა მოიპოვონ და დამყოლობა იყოს ნებაყოფლობითი.

ჩვენი მოქალაქეების სხვადასხვა ჯგუფები ამბობდნენ იმას, რომ მათ არ უნდოდათ ვაქცინა, რომელიც მიწოდებული იყო, თუმცა დღეს არჩევანი იმდენად ფართოა, შეგვიძლია დავაკვირდეთ, რამდენად იყო ვაქცინის ტიპი მნიშვნელოვანი, თუ ნამდვილად არის სხვა პრობლემები. მუშაობას გავაგრძელებთ და დარწმუნებული ვართ, შევძლებთ, ყველა მოქალაქისთვის იმ ვაქცინის მიწოდებას, რომელიც მისთვის ყველაზე მისაღებია. ამის ფუფუნება დღეს გვაქვს“,- განაცხადა ტიკარაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს