ჯანდაცვის მინისტრი - დაავადებას რთული მიმდინარეობა აქვს და მნიშვნელოვანია, პრევენციული ღონისძიებები იყოს გაზრდილი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქართველოში ამჟამად ჩატარებულია 310 000 აცრაზე მეტი.

მან კორონავირუსის გარშემო საქართველოში არსებული სტატისტიკური მონაცემებიც გააცნო საზოგადოებას.

„ერთი დოზით 255 000 ადამიანია აცრილი, ხოლო ორი დოზით უკვე 236 000-ზე მეტი ადამიანი გახლავთ აცრილი.

რაც შეეხება აქტიურ შემთხვევებს, დღეს დაფიქსირდა 2400-ზე მეტი აქტიური შემთხვევა, ჯამურად გვაქვს 21 000-ზე მეტი აქტიური შემთხვევა და ამ კომპონენტშიც ჩვენ კვლავ დავუბრუნდით იმ მართვის ღონისძიებებს, რაც გვქონდა მეორე ტალღის პერიოდში“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა კორონავირუსით ინფიცირებულ მოქალაქეებზეც ისაუბრა. მისი თქმით, საკმაოდ ხშირად დაავადება რთულ ფორმებშიც მიმდინარეობს.

„15 000 ადამიანზე მეტი იმართება ბინაზე, კლინიკურ სასტუმროში მოთავსებული გვყავს 1400 ადამიანზე მეტი, ხოლო საავადმყოფოში მკურნალობს 4700 ადამიანი, საიდანაც 937 არის ინტენსიურ საწოლზე, ხოლო 205 ადამიანი გახლავთ რეანიმაციულ საწოლზე, რაც მიუთითებს იმას, რომ დაავადებას აქვს რთული მიმდინარეობა და მნიშვნელოვანია, რომ პრევენციული ღონისძიებები იყოს გაზრდილი. მე ვხედავ, რომ დღეს ყველას გიკეთიათ ნიღაბი. მინდა, რომ ამისთვის მადლობა გადაგიხადოთ და ასევე თქვენი ჩართულობა ნიღბისა და სოციალური დისტანციის პროპაგანდაში, ისევე, როგორც ვაქცინაციის პოპულარიზაციაში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო