ირაკლი ზარქუა - ჰაი-ჰარალეზე და ყველაფერზე შეიძლება კომისიის შექმნა? - ოპოზიციის ინიციატივები უკვე გაუფასურებულია, თუ რამე შნო აქვთ, მოვიდნენ, დაესწრონ სხდომებს და დასვან კითხვები

ჰაი-ჰარალეზე და ყველაფერზე შეიძლება კომისიის შექმნა? - გაუფასურებულია უკვე მათი ინიციატივები, თუ რამე შნო აქვთ, მოვიდნენ, დაესწრონ სხდომებს და კითხვები დასვან,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" ინიციატივას 5-6 ივლისის მოვლენებზე საგამოძიებო კომისია შექმნან.

ზარქუა მიიჩნევს, რომ საჭიროა, ჯერ გამოძიების შედეგებს დაველოდოთ.

მისივე განცხადებით, მათი ეს ინიციატივა პიარს ემსახურება და რეალურად რომ კითხვებზე პასუხების მოსმენა სდომოდათ, მინისტრს სხდომაზე მოუსმენდნენ.

"ეს ემსახურება უბრალოდ პიარს, რომ საზოგადოებას დაანახონ, თითქოს რაღაცას აკეთებენ. სინამდვილეში საქმე სხვაგვარად არის. ჩვენ ყველამ ვთქვით, რომ 5 ივლისს რაც მოხდა, ძალადობა, რაც თქვენი კოლეგების მიმართ განხორციელდა, ეს ტრაგედიაა. ამასთან დაკავშირებით არამხოლოდ სიტყვებით შემოვიფარგლეთ, არამედ შესაბამისი სტრუქტურები მუშაობენ, დაკავებულთა რიცხვი ყოველდღიურად მატულობს და თუ არ ვცდები, დღეისთვის 27- ია. მინისტრი რომ იყო მოსული, რატომ არ მოუსმინეს? ხომ უნდა გაეცა პასუხი მათ შორის, მწვავე კითხვებზე, მაგრამ არ უნდოდათ ამის მოსმენა და ამიტომაც ჩაშალეს, თქვეს კიდეც ეს პირდაპირ და ჩაიშალა კიდეც მოსმენა, რადგან შეუძლებელია მაგიდებზე რომ სალტოებს აკეთებენ, ამ ფორმატში მოუსმინო მინისტრს, მიუღებელია ეს. ამიტომ შეეშვან ამ არაადეკვატური ინიციატივების დაყენებას, აგერ არის ბურთი და მოედანი, მიდის გამოძიება, დავაცადოთ, დავაკვირდეთ, კიდევ თუ კითხვები დაგვრჩა, დავიბაროთ ისევ, მოვა მინისტრი და გაგვცემს პასუხს, თუ არ მოგვეწონა ეს პასუხი, ამის მერე შეიძლება გქონდეს ლეგიტიმური უფლება მოითხოვო საგამოძიებო კომისია, ჰაი-ჰარალეზე და ყველაფერზე შეიძლება კომისიის შექმნა? გაუფასურებულია უკვე მათი ინიციატივები, თუ რამე შნო აქვთ, მოვიდნენ, დაესწრონ სხდომებს და კითხვები დასვან,"- განაცხადა ზარქუამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა