პოლიტიკური ჯგუფი „გირჩი“ 5-6 ივლისის მოვლენებზე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას მხარს უჭერს.
დეპუტატ ალექსანდრე რაქვიაშვილის თქმით, საგამოძიებო კომისიის შექმნა მათი იდეა იყო და მისი ჩამოყალიბება ოპოზიციის მხრიდან ყველაზე კარგია პასუხი იქნება.
„5 ივლისს მომხდარი ძალადობის აღკვეთა შეიძლებოდა. დასადგენია, რატომ არ მოხდა - ეს იყო შეცდომა თუ გეგმა იყო ასეთი. ამიტომ ბევრი ადამიანი, რომელიც პროცესში ჩართული იყო, კომისიას საინტერესო ჩვენებებს მისცემს. საერთოდ არა მაქვს განცდა იმისა, რომ მოძალადეები დასჯილი არიან. არც მოლოდინი მქონდა, რომ პროცესი წარიმართებოდა ისე, რომ დაისჯებოდნენ", - განაცხადა რაქვიაშვილმა.
იხილეთ ვიდეო: "გირჩი" 5-6 ივლისის მოვლენებზე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას მხარს უჭერს