ამირან გამყრელიძე - ბათუმის ბულვარში ადამიანი რომ სეირნობს, სჯობს პირბადის გაკეთება - ვიცი, გამაკრიტიკებენ, იტყვიან, გამყრელიძე წყალშიც მომთხოვს პირბადის გაკეთებასო - არა, ბატონო!

ბათუმის ბულვარში სიამოვნებით ვისეირნებდი, დრო რომ მქონდეს - ამდენი ადამიანი რომ სეირნობს, სჯობს სხვა ადამიანების დაცვისთვის პირბადის გაკეთება, ვიცი, გამაკრიტიკებენ, იტყვიან - გამყრელიძე წყალშიც მომთხოვს პირბადის გაკეთებასო - არა, ბატონო! - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

გამყრელიძე მომხრეა, რომ ადამიანებმა პირბადე ღია სივრცეში 5-10 ადამიანის შეკრების დროსაც ატარონ.

„სეირნობის დროს, როდესაც ბევრი ადამიანია და დისტანციას ვერ იცავ, სასურველია, გეკეთოს პირბადე, რადგან ამაზე კარგი დაცვის საშუალება არ არის. რაც მთავარია, სულ უნდა გავიმეოროთ - არა დიდ ქორწილებს. შემოვისაზღვროთ პატარა, 10-კაციანი აღნიშვნით; არა დიდ ჭირისუფლებს, სანამ მსოფლიოში ასეთი ცეცხლი გიზგიზებს. ხომ ხედავთ, როგორი ბრძოლაა, ვირუსის სულ მუტაციას განიცდის, რომ ადამიანს მოერიოს. ჯერჯერობით ეს ბრძოლა გრძელდება, სანამ მთელი მოსახლეობის 60-70% არ აიცრება“,- განაცხადა გამყრელიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა