ეკატერინე ტიკარაძე - დღეს დეფიციტური გვაქვს მხოლოდ თბილისი, რეგიონების მასშტაბით 1258 საწოლია თავისუფალი - ყოველდღიურ რეჟიმში ხდება საწოლფონდის გაზრდა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საწოლების დეფიციტი მხოლოდ თბილისშია, რეგიონებში კი 1200-ზე მეტი საწოლია თავისუფალი.

როგორც ტიკარაძე აცხადებს, საწოლების დამატება კლინიკებსა და კოვიდსასტუმროებში ინტენსიურად მიმდინარეობს.

„საწოლები ემატება ყველგან. დღეს დეფიციტური გვაქვს მხოლოდ თბილისი. რეგიონების მასშტაბით 1258 საწოლია თავისუფალი. სამწუხაროდ, პედიატრიულ საწოლებზე ვიცი, რომ არის პრობლემა და მიმდინარეობს ინტენციური მუშაობა. რესპუბლიკური საავადმყოფოს გარდა სხვა კლინიკებიც ერთვებიან ამ პროცესში. ყოველდღიურ რეჟიმში ხდება საწოლფონდის გაზრდა“, - განაცხადა მინისტრმა.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, გამოკვეთილი იყო ხარვეზი, როდესაც საავადმყოფოებსა და პაციენტებს შორის პირდაპირი გარიგება ხდებოდა, სასწრაფოს ექიმები კი მათ ვერ უმტკიცებდნენ, რომ კლინიკაში გადაყვანის საფუძველი მარტო შფოთვა არ არის.

„დღესდღეობით მიმდინარეობს ინტენსიური მობილიზაცია კოვიდსასტუმროების იმისათვის, რომ ისეთი პაციენტები, რომლებიც მხოლოდ შფოთავენ, არ მოხვდნენ კლინიკებში, არამედ ჩვენ გადავიყვანოთ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ სასტუმროებში. ჩვენს მოთხოვნაზე რეაგირება ჰქონდა ტურიზმის სააგენტოს. მათ უკვე მობილიზებული აქვთ 2000-მდე საწოლი, სადაც 1500 საწოლი უკვე დაკავებულია. დამატებითი 500 საწოლის მობილიზება ხდება შემდეგ ორ დღეში. ვთვლით, რომ ამ სექტორის ინტენსიური ჩართულობით ჩვენ კვლავ შევძლებთ გავუმკლავდეთ იმფიცირებულების იმ რაოდენობას, რომელიც დღეს გვყავს.

ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ არასდროს არიან ისინი მარტო. ონლაინკლინიკის ექიმები ინტენსიურად აგრძელებენ მუშაობას და 15 500 პაციენტზე მეტი იმართება დღესდღეობით ოჯახის ექიმების მიერ. გამოკვეთილი გვქონდა ისეთი ხარვეზი, როდესაც პირდაპირ კლინიკასა და პაციენტს შორის ხდება გარკვეული შეთანხმება და შესაბამისად, საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში არიან სასწრაფოს ექიმები, რომლებიც ვერ უმტკიცებენ პაციენტებს, რომ მხოლოდ შფოთვა არ შეიძლება იყოს კლინიკაში გადაყვანის საფუძველი. ამასთან დაკავშირებითაც გვქონდა კლინიკებთან კომუნიკაცია და მათ ვთხოვეთ, რომ არ მოხდეს პირადი ჩართულობით პაციენტების გადაყვანა.

ასევე ინტენციურად მუშაობს კლინიკური ჯგუფი პაციენტების ჰოსპიტლებში მონიტორინგზე, რათა ზედმეტად არ მოხდეს პაციენტების დაყოვნება სამედიცინო დაწესებულებებში. ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს სასტუმროების ჩართულობა, რათა პაციენტები, რომლებიც გამოჯანმრთელების გზაზე არიან სასტუმროებში გადავიყვანოთ“, - განაცხადა ტიკარძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო