პაატა იმნაძის განცხადებით, სკოლებში სწავლის განახლება უსაფრთხო იმ შემთხვევაში იქნება, თუ პედაგოგები და მშობლები აცრილები იქნებიან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, სკოლებში სწავლის განახლება უსაფრთხო იმ შემთხვევაში იქნება, თუ პედაგოგები და მშობლები აიცრებიან.

ამასთან, როგორც იმნაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოში ბავშვების ვაქცინაციის დაწყება მხოლოდ ამ საკითხის საერთაშორისო გაიდლაინებში შესვლის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

„უსაფრთხო იქნება იმ შემთხვევაში, თუ პედაგოგები და მშობლები იქნებიან აცრილები. ბავშვი ინფიცირდება ოჯახში ან იქ, სადაც დადის.

ბავშვების ვაქცინაცია ბევრ ქვეყანაში დაშვებულია 12 წლიდან. ჩინეთში საუბარია, რომ 3 წლიდანაც შეიძლება. როგორც საერთაშორისო გაიდლაინებში შევა, მაშინ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს ჩვენთანაც შემოივიტანოთ. მანამდე გზა იმისთვის, რომ ბავშვები ავად არ გახდნენ, ისაა, რომ უფროსები აცრილები ვიყოთ“,- განაცხადა იმნაძემ.

იხილეთ ვიდეო: სკოლებში სწავლის განახლება უსაფრთხო იმ შემთხვევაში იქნება, თუ პედაგოგები და მშობლები აცრილები იქნებიან

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს