გიორგი ნონიაშვილი - თანხები, რომლებიც მერიის რეკლამირებაში იხარჯება, შეიძლება მოხმარებოდა უკეთეს საქმეს და არა კახა კალაძის პოლიტიკურ კამპანიას

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ნონიაშვილი ეხმაურება პიარში თბილისის მერიის მიერ გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით უწყების განცხადებას და აღნიშნავს, რომ „ევროპული საქართველოს“ ანტიკორუციული ქსელის პრეზენტაციაზე, მას საუბარი ჰქონდა თბილისის მერიის „ფეისბუქ“ გვერდზე და არა კახა კალაძის პირადი გვერდის რეკლამირებაზე. ნონიაშვილის კომენტარს „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც ნონიაშვილმა აღნიშნა, ეს თანხა შეიძლება მოხმარებოდა უკეთეს საქმეს და არა კახა კალაძის რეკლამირებას, „რაც სინამდვილეში მის წინასაარჩევნო პოლიტიკურ კამპანიის ნაწილია“.

„დღეს გვქონდა „ევროპული საქართველოს“ ანტიკორუფციული ქსელის პრეზენტაცია და ჩემი პეროსნალური წარდგენა „ევროპულ საქართველოში“. ბევრი ვისაუბრეთ საქართველოში არსებულ კორუფციასთან და სახელმწიფო სახსრების ფლანგვასთან დაკავშირებით.

ერთ-ერთ მაგალითად ჩვენ ვახსენეთ თბილისის მერიის ხარჯები საკუთარი თავის პიარში, 5 მილიონ ლარს ხარჯავენ დაახლოებით საკუთარი თავის რეკლამირებაში და აქედან 600 000 ლარი მხოლოდ „ფეისბუქ“ რეკლამირებაში იხარჯება.

ამასთან დაკავშირებით მერიამ მოგვწერა პასუხი, სრულიად უტიფრად, რომ კახი კალაძე საკუთარ პირად გვერდზე არ აკეთებს მერიის ხარჯებიდან თანხების მოზიდვას რეკლამირებაში, ანუ სახელმწიფო ბიუჯეტის თანხები არ იხარჯება კახი კალაძის პირად გვერდზე რაიმეს დასპონსორებასა და რეკლამირებაში.

მინდა თბილისის მერიას ვუთხრა, რომ კახი კალაძის პირად გვერდზე საერთოდ არ ყოფილა საუბარი, საუბარი იყო თბილისის მერიის „ფეისბუქ“ გვერდზე და ეს უზარმაზარი თანხები, რომელიც მერიის რეკლამირებაში იხარჯება, შეიძლება მოხმარებოდა ბევრად მეტ კარგ საქმეს, ეს 5 მილიონიც და 600 000 ლარიც შეიძლება მოხმარებოდა უკეთეს საქმეს და არა კახა კალაძის პოლიტიკური კამპანიის წარმოებას, რადგან თავისი არსით მერია რის რეკლამირებასაც ახდენს, არის სინამდვილეში ამ წინასაარჩევნოდ კალაძის პოლიტიკური კამპანიის ნაწილი და ამაში ფულს, სამწუხაროდ, გადასახადების გადამხდელები იხდიან“, - განაცხადა ნონიაშვილმა.

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ პარტია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის მიერ დღეს გავრცელდა მცდარი ინფორმაცია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სარეკლამო ხარჯების თაობაზე.

როგორც მერიის განცხადებაშია ნათქვამი, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის, კახა კალაძის ოფიციალურ გვერდზე განთავსებული პოსტების რეკლამირება ხორციელდება მისი პირადი სახსრებით და აღნიშნული მომსახურებისთვის, საბიუჯეტო თანხები არ გამოიყოფა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს