ხატია დეკანოიძე - ღარიბაშვილის განცხადება ნიშნავს, რომ საერთოდ არავის აღარ დააკავებენ - მნიშვნელოვანია კავშირების დადგენა ხელისუფლებასა და ძალადობრივ ჯგუფებს შორის

ჩვენ გვექნება შიდაფრაქციული კონსულტაციები საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით, თუმცა, ნამდვილად ვფიქრობ, რომ უნდა დადგინდეს, რა მოხდა რეალურად, ხელისუფლების წარმომადგენლებმა პასუხი გასცენ იმ მწვავე კითხვებს, რომელსაც თავი აარიდა შს მინისტრმა,- ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ ინიციატივას, შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც 5-6 ივლისის მოვლენებს გამოიძიებს.

დეკანოიძე ფიქრობს, რომ გამოძიება ობიექტური არ არის და მნიშვნელოვანია, დადგინდეს ხელისუფლებასა და ძალადობრივ ჯგუფებს შორის კავშირი.

"კონსულტაციების შემდეგ ნამდვილად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება. გამოძიება რომ არ მიდის ობიექტურად, ჩვენ ამის ძალიან ბევრი მაგალითი ვნახეთ, მათ შორის ეს იყო შს მინისტრი, რომელიც გაექცა კითხვებს მედიის პროტესტის გამო, მაგრამ დღეს ძალიან ნიშანდობლივი განცხადება გააკეთა პრემიერ - მინისტრმა ღარიბაშვილმა, რომელმაც თქვა, რომ ყველა დააკავეს უკვე, ვინც დანაშაულში ეჭვმიტანილი იყო. ეს ასე არ არის, 27 ადამიანის დაკავება მაშინ, როცა 53 ჟურნალისტია დაშავებული, მაშინ, როცა მხოლოდ ერთ ეპიზოდში ლექსო ლაშქარავას ცემის ეპიზოდში, რომელსაც მერე შეუწყდა სიცოცხლის უფლება, მონაწილეობდა 20 -ზე მეტი ადამიანი. ღარიბაშვილის განცხადება ნიშნავს იმას, რომ საერთოდ არავის აღარ დააკავებენ, მე ვფიქრობ, მნიშვნელოვანია კავშირების დადგენა ხელისუფლებას და ძალადობრივ ჯგუფებს შორის", - განაცხადა დეკანოიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს