ქართველი პროდიუსერები მადრიდში Platino Industria forum-ს დაესწრებიან

3 ოქტომბერს მადრიდში ჩატარდება ლათინო-ამერიკის კინოდაჯილდოების ცერემონია Platino Awards-ი, რომელიც ყოველწლიურად ათეულობით აღიარებულ კინემატოგრაფისტს აჯილდოებს სხვადასხვა ნომინაციაში. კინოდაჯილოების პარალელურად, იმართება ინდუსტრიული ღონისძიება Platino Industria forum. ამის შესახებ ინფორმაციას „ეროვნული კინოცენტრი“ ავრცელებს.

ეროვნულმა კინოცენტრმა ფორუმზე დასასწრებად ქართველი პროდიუსერების განაცხადების მიღება უკვე დაიწყო.

„ეროვნული კინოცენტრისა და ესპანური ორგანიზაცია „ეხედას" თანამშრომლობით, კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ სამომავლო თანამშრომლობის მიზნით გაუზიარონ ერთმანეთს პროექტები, დაესწრონ B2B შეხვედრებსა და დაამყარონ ახალი კონტაქტები. მადრიდის შემდეგ, ესპანელი და ქართველი პროდიუსერების თანამშრომლობა თბილისში გაგრძელდება.

ღონისძიება მადრიდსა და თბილისში ხორციელდება ევროკავშირის პროგრამა EU4Business: Connecting Companies-ის მხარდაჭერით. პროგრამის მიზანია ევროკავშირის წევრ და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების განვითარება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს