ირაკლი ქარსელაძე- ყველა მიმდინარე პროექტი აკმაყოფილებს საერთაშორისო უსაფრთხოების სტანდარტს და ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება

მთლიანად აღმოსავლეთ-დასავლეთ მაგისტრალის ყველა მონაკვეთი 2025 წლამდე დასრულდება და აღსანიშნავია, რომ ჩვენ არა მხოლოდ გამართულ, გაუმჯობესებულ თანამედროვე სტანდარტის შესაბამის ინფრასტრუქტურაზე ვსაუბრობთ, არამედ ეს არის პირველ რიგში უსაფრთხო გზები, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა მიმდინარე პროექტი აკმაყოფილებს საერთაშორისო უსაფრთხოების სტანდარტს და ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება.

„ყველა საერთაშორისო ნორმა გათვალისწინებულია და ხორციელდება, ასევე მნიშვნელოვანია ის უსაფრთხოება, რაც გვირაბებს და ხიდებს უკავშირდება. ჯერ მარტო რიკოთის 52 კილომეტრიანი მონაკვეთი შედგება 53 გვირაბის და 96 ხიდისგან და ჩვენ დამტკიცებული გვაქვს ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც ევროკავშირთან დაახლოების ფარგლებში მუშაობს“, - აღნიშნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

შიდა სახელმწიფოებრივ გზებზე საუბრისას ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა, საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად სამინისტროს გააჩნია კომპიუტერული პროგრამა hdm4 და შესაბამისი სპეციალური მოწყობილობების და სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ყოველწლიურად იზომება უსწორმასწორობის კოეფიციენტი, რაც საგზაო მომსახურების ხარისხს განსაზღვრავს.

„ამ პარამეტრებში შედის დასახლებულ პუნქტებთან კავშირი, შესაბამისი გზის ამსახველი დამატებითი ინფორმაცია და სწორედ ასეთი ინფორმაციის ერთობლივი შეკრება და პრიორიტეტების განსაზღვრა გვაძლევს შესაძლებლობას, რომ მომდევნო 10 წლიან პერიოდში უკვე ყველა საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი გზა უკვე კარგ მდგომარეობაში იყოს“, - აღნიშნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა