გიგა ბოკერია - ოპოზიციური პარტიების გაერთიანება „ქართული ოცნების“ დამარცხების აუცილებლობამ განაპირობა

„ევროპული საქართველო“ უკვე დიდი ხანია ინიციატორია, ამ უაღრესად საშიშ ვითარებაში, ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულმა პოლიტიკურმა ძალებმა ვითანამშრომლოთ და ვიყოთ კოორდინირებაში, - ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, ოპოზიციური პარტიების გაერთიანება „ქართული ოცნების“ დამარცხების აუცილებლობამ განაპირობა. მისივე თქმით, „პოლიტიკური ინტერესი ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებასთან ერთად არის იმ შედეგების აღმოფხვრა, რომელიც ამ რეჟიმმა მოიტანა“.

„მოხარული ვარ, რომ ამ კონსულტაციების ერთი ეტაპი დასრულებულია და ეს ეხება თბილისის თვითმმართველობას, სადაც ნიკა მელია, როგორც მერობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია, როგორც საკრებულოს თავმჯდომარე და შემდგომში უკვე მაჟორიტარებზე შეჯერებული კანდიდატები იქნებიან ჩვენი საერთო მხარდაჭერის მქონე.

ამ ოპოზიციური შეთანხმების ფარგლებში, „ევროპული საქართველოს“ მთავარი პოლიტიკური ინტერესი, ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებასთან ერთად, არის იმ შედეგების აღმოფხვრა, რომელიც ამ რეჟიმმა მოგვიტანა მთელი ამ წლების განმავლობაში. ეს არის ჩვენს ხარჯზე ძალადობის მანქანის დაფინანსება, ჩვენი მოქალაქეების რესურსების ფლანგვა, კორუფცია, მავნებლური რეგულაციები და ბიუროკრატიის ზრდა.

ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ, პირველი პრიორიტეტი იქნება, რომ ეს მემკვიდრეობა აღმოვფხვრათ. ამიტომ, ჩვენთვის საკვანძო იყო, ამ ფუნქციის შემსრულებელი ჩვენი გუნდის ახალი და მომავალი ლიდერი ყოფილიყო“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ცნობისათვის, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და კიდევ რამდენიმე ოპოზიციური პარტიის, თბილისის მერობის საერთო კანდიდატი ნიკა მელია იქნება, საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის კი ელენე ხოშტარია იბრძოლებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს