თინა ბოკუჩავა -  პლატფორმა, რომელიც ნიკა მელიამ ოპოზიციას შესთავაზა, განსხვავებული ადამიანების ერთობას წარმოადგენს და მას სხვა პარტიებიც უნდა შემოუერთდნენ

მართლაც ყველა ზღვარი გადალახულია ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან და ახლა ქვეყანა არის გადასარჩენი და ამის ერთადერთი შანსი არის ის, რომ ოპოზიცია იყოს თანამშრომლობის და არა ურთიერთდაპირისპირების ფორმატში, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ პალიტრანიუსისგადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, პლატფორმა, რომელიც ნიკა მელიამ ოპოზიციას შესთავაზა, განსხვავებული ადამიანების ერთობას წარმოადგენს და მას სხვა პარტიებიც უნდა შემოუერთდნენ.

„ნამდვილად დროა, რომ საქართველო გადავიდეს კოალიციურ მმართველობაზე, ნამდვილად დროა, რომ სხვადასხვა პოლიტიკურმა პარტიამ ისწავლოს ერთმანეთთან თანამშრომლობა, ნამდვილად დროა, რომ ყველამ საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესები გვერდზე გადადოს და ქვეყნის ინტერესისთვის იმუშაოს. ეს არის ჩვენი ხედვა და ეს წარმოადგინა დღეს ნიკა მელიამ. ამ სულისკვეთების აღსრულების მიზნით, ვაცხადებთ მზაობას, რომ თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი კანდიდატები არ დააყენოს, რაც შეიძლება მეტად დაეთმოთ ეს სარბიელი სხვა ოპოზიციურ პარტიებს. კარი არის ღია, ეს შესაძლებლობის ფანჯარა ყველასთვის არსებობს და იმედი მაქვს, რომ ამ საერთო პლატფორმას შემოუერთდება ყველა, ვისაც ესმის, რაოდენ გადამწყვეტია ის ბრძოლა, რომელშიც შევდივართ, რეფერენდუმის მნიშვნელობის მქონე თვითმმართველობის არჩევნებში.

იმ კონფიგურაციაში, რომელიც დღეს ნიკა მელიამ წარმოადგინა, არ არის მხოლოდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, აქ არის ელენე ხოშტარია, რომელიც როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკოსი, ჩემი აზრით, გამორჩეულია საკუთარი გულწრფელობით, პატრიოტიზმით, პროფესიონალიზმით და იმით სწორედ, რომ მას შეუძლია კოალიციური და მრავალპარტიული თანამშრომლობის ფორმატში ბევრი სასიკეთო გააკეთოს ამ ქვეყნისთვის და ამ ქალაქისთვის. ამ პლატფორმაში არის ასევე ზურა ჯაფარიძე, რომელიც ასევე გამორჩეული პოლიტიკოსია. ძალიან საინტერესო იქნება მისი ტანდემი ნიკა მელიასთან ერთად და განსაკუთრებით, იმედი მაქვს, ახალ თაობას მისცემს ახალ ხედვას იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გაკეთდეს თბილისში, რომ ეს ქალაქი მართლა გახდეს თავისუფალი, ახალი თაობისთვის მისაღები და არ გარბოდნენ სხვაგან.

ეს პლატფორმა აერთიანებს საკმაოდ განსხვავებული ადამიანების ერთობას”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, თბილისში ოპოზიციის ერთი ნაწილის მერობის კანდიდატი ნიკა მელია, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ელენე ხოშტარია იქნება, ზურაბ ჯაფარიძე კი ვიცე მერად განიხილება.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა