ნინო ლომჯარია პრემიერის შვილების შესახებ კადრებზე - მოვუწოდებ მედიასაშუალებებს, საკითხის გაშუქების დროს პატივი სცენ ბავშვების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პრემიერ-მინისტრის არასრულწოვანი შვილების შესახებ გავრცელებულ კადრებს ეხმაურება და ფაქტს ემიჯნება.

როგორც ომბუდსმენი სოციალურ ქსელში წერს, მედიასაშუალებებმა ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტების დაცვით უნდა იმოქმედონ.

„რაოდენ ობიექტური და სამართლიანი პრეტენზიები არ უნდა არსებობდეს კონკრეტული საჯარო პირების მიმართ, მოვლენების გაშუქების თუ პროტესტის გამოხატვის დროს აუცილებელია დაცული იყოს მათი არასრულწლოვანი ოჯახის წევრების საუკეთესო ინტერესები.

დაუშვებელია და სცილდება საჯარო მოხელეთა და მათი ოჯახების თმენის ვალდებულებას ბავშვების პირად და ოჯახურ ცხოვრებაში ჩარევა, ყოველდღიური ცხოვრების დეტალების გაშუქება მათი თანხმობის გარეშე, რაც სცილდება ობიექტური ინტერესის ფარგლებს.

შესაბამისად, მედიასაშუალებების წარმომადგენლებს მოვუწოდებ, ინფორმაციის მოპოვებისა და საკითხის გაშუქების დროს პატივი სცენ ბავშვების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და იმოქმედონ ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტების დაცვით“, - წერს ნინო ლომჯარია.

ცნობისათვის, პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა დღეს სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, რომელშიც, მისი ინფორმაციით, „ტვ პირველის“ გადამღები ჯგუფი პრემიერ-მინისტრის შვილებისგან ინტერვიუს აღებას ცდილობს.

„დღეს დილის 7 საათიდან კახეთში, პრემიერ-მინისტრის მშობლების სახლთან, სადაც ირაკლი ღარიბაშვილის არასრულწლოვანი შვილები ისვენებენ, იმყოფებოდა "ტვ პირველის" ჟურნალისტი. კადრებში ნათლად ჩანს, როგორ მისდევს და კითხვებს უსვამს "ტვ პირველი" 16 წლის ნიკოლოზს და 11 წლის ანდრიას. ასევე ჩანს, როგორ უღებს ფარულად კადრებს სახლის ეზოს. სახლში ამ დროს იმყოფებიან პრემიერ-მინისტრის შვილები - 6 წლის გაბრიელი და 5 წლის ნინო და პრემიერის არასრულწლოვანი დისშვილი. დამეთანხმებით, ეს არცერთ ჟურნალისტურ სტანდარტში არ ჯდება!“, - წერს ნინო გიორგობიანი.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია