ირაკლი ღარიბაშვილი - მადლობა ჯო ბაიდენს, მადლობა ამერიკას!

ქალბატონო ელჩო, მე მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი მთავრობის სახელით და ჩვენი ხალხის სახელით. მე მინდა, მადლობა გადავუხადო ამერიკის პრეზიდენტს, ბატონ ჯო ბაიდენს, ამერიკის მთავრობას და ამერიკელ ხალხს ამ დახმარებისთვის. ნახევარი მილიონი დოზა "ფაიზერი" დღეს საქართველოშია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადა, სადაც ამერიკიდან "ფაიზერის" 500 000 დოზის საქართველოში ჩამოტანასთან დაკავშირებით იმყოფებოდა.

პრემიერი მოუწოდებს მოსახლეობას, აქტიურად ჩაერთოს ვაქცინაციის კამპანიაში, რათა დაიცვან საკუთარი და ახლობლების ჯანმრთელობა.

"ჩვენ ახლა აქტიურად უნდა დავიწყოთ ვაქცინაციის პროცესი, ჩვენ გვაქვს სრული მზაობა, რომ მოსახლეობასთან დავიწყოთ აქტიური კომუნიკაცია, აქტიური კამპანია. აუცილებელი არის, რომ ვაქცინაციის პროცესი გაფართოვდეს და ჩვენ ამისთვის სრული მზაობა გვაქვს. მე მინდა ასევე, ვისარგებლო შემთხვევით და ამერიკის მთავრობას გადავუხადო მადლობა იმ დახმარებისთვის, რომელიც ამერიკამ გაუწია საქართველოს მანამდე, კოვიდპანდემიის მართვის დროს და მის შემდეგ და ახლა უკვე კონკრეტული დახმარებისთვის, "ფაიზერის" ვაქცინის მოწოდებისთვის. ამასთან,მე მინდა აღვნიშნო, რომ 1 მილიონი დოზა "ფაიზერი" გვაქვს შესყიდული უშუალოდ მომწოდებლებისგან, "ფაიზერის" კომპანიისგან, რომელიც ძალიან მალე ჩამოვა საქართველოში. კიდევ ერთხელ მე მინდა, ჩვენს მოსახლეობას მივმართო თხოვნით, რომ ყველა ჩავერთოთ ამ კამპანიაში და ყველა ავიცრათ. დავიცვათ ჩვენი სიცოცხლე, ჩვენი ჯანმრთელობა, ჩვენი მეგობრების, მშობლების, ახლობლების ჯანმრთელობა. მადლობა ჯო ბაიდენს, მადლობა ამერიკას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა