თამარ გაბუნია - "ფაიზერზე" რეგისტრაცია 24 ივლისს, 12 საათიდან დაიწყება და პროცესში ჩართვა შეუძლიათ 16 წლის ზემოთ ასაკის და ვირუსგადატანილ პირებს, რომელთა ინფექციის დადასტურებიდან გასულია 30 დღე

დოზების რაოდენობა საკმაოდ დიდია და ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია ყველა მსურველის დაკმაყოფილება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადა, სადაც ამერიკიდან "ფაიზერის" 500 000 დოზის საქართველოში ჩამოტანასთან დაკავშირებით იმყოფებოდა.

მისივე თქმით, ვაქცინაციაზე რეგისტრაციის პროცესში გარკვეული ცვლილებები შევიდა.

„საქართველომ მიიღო ამერიკის მთავრობის დონაციით გადმოცემული ნახევარი მილიონი „ფაიზერის" ვაქცინა. შაბათს, 12 საათიდან დაიწყება რეგისტრაცია, ხოლო უშუალოდ ვაქცინაციის პროცესი დაიწყება ორშაბათს 37 სამედიცინო დაწესებულებაში. სამედიცინო დაწესებულებები არის თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ასევე სხვა რაიონულ და რეგიონულ ცენტრებში, რაც მოქალაქეს საშუალებას მისცემს, აირჩიოს გეოგრაფიულად მისთვის ხელმისაწვდომი ლოკაცია.

გარკვეული ცვლილებებია რეგისტრაციის წესში, რეგისტრაციის შემდეგ მოქალაქე რეგისტრაციის დადასტურებას მიიღებს 24 საათის განმავლობაში სმს-ის სახით. ამდენად, მას შემდეგ, რაც მოქალაქე ჩვეული წესით პორტალზე შეიყვანს მოთხოვნილ ინფორმაციას, წინასწარი რეგისტრაციის პროცესი შესაძლოა, მან დასრულებულად ჩათვალოს და სმს-შეტყობინებას დაელოდოს, სადაც იქნება მითითებული ის დრო, რომელიც მან აირჩია, ასევე დაწესებულება, სადაც უნდა მივიდეს ვაქცინაციისთვის. ეს არის სიახლე, რაც განსხვავდება წინა პერიოდში გამოყენებული რეგისტრაციის წესისგან.

რეგისტრაცია ხვალიდან იქნება შესაძლებელი პორტალის და 15-22 სატელეფონო სერვისის საშუალებით. რამდენიმე დღის შემდეგ, ვინაიდან დოზების რაოდენობა საკმაოდ დიდია და ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია ყველა მსურველის დაკმაყოფილება, ჩვენ უკვე ვაქცინაციას დავიწყებთ სამედიცინო დაწესებულებაში მისვლის საშუალებით, ანუ თუნდაც მაღალმთიან რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას, რომელიც დაინტერესდება „ფაიზერის" ჩატარებით და მისთვის ყველაზე ახლო მდებარე და გეოგრაფიულად ხელმისაწვდომ სამედიცინო დაწესებულებას შეარჩევს, კლინიკაში წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეეძლება ჩაიტაროს ვაქცინაცია და მას ადგილზე დაარეგისტრირებს სამედიცინო პერსონალი.

„ფაიზერის'' ვაქცინა ჩატარდება მხოლოდ ჰოსპიტლებში, ჯერჯერობით ამბულატორიულ ქსელში არ ჩატარდება. „სინოფარმის" და „სინოვაკის" ვაქცინაციაც ჩვეულებრივი რეჟიმით გაგრძელდება. „ფაიზერზე" რეგისტრაცია შეუძლია 16 წლის და ზემოთ ასაკის პირებს და ასევე ინფექციის დადასტურებიდან 30 დღის გასვლის შემდეგ ყველა პირს, რომელმაც გადაიტანა კოვიდინფექცია. ეს არის ორი ახალი ჯგუფი, რომელიც დაემატა და მათაც შეუძლიათ დარეგისტრირება", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა