სამუშაო ადგილებზე ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის, დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლების პროცესში, შრომის ინსპექტორებთან ერთად შრომის უსაფრთხოების დესპანები ჩაერთვნენ

სამუშაო ადგილებზე ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის, დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლების პროცესში, შრომის ინსპექტორებთან ერთად შრომის უსაფრთხოების დესპანები ჩაერთვნენ.

შრომის ინსპექციის სამსახურის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, მოხალისეები მოლებსა და სავაჭრო ცენტრებში განთავსებულ ობიექტებზე არსებულ ვითარებას გაეცნენ. დასაქმებულები მოქმედი რეგულაციების დაცვაზე გამოკითხეს და ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის გასატარებელ ღონისძიებებზე ინფორმაცია კიდევ ერთხელ მიაწოდეს.

„შრომის უსაფრთხოების დესპანები სამუშაო ადგილებზე სექტორისთვის შემუშავებული რეკომენდაციების აღსრულებას უწევენ ზედამხედველობას. ამ მიმართულებით პროექტისთვის შერჩეული სტუდენტები უშუალოდ შრომის ინსპექტორებმა გადაამზადეს.

შრომის უსაფრთხოების დესპანის პროგრამა შრომის ინსპექციის, ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროს ერთობლივი მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება. იგი ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის შემუშავებული რეკომენდაციების აღსრულებაზე კონტროლის გაუმჯობესებას ემსახურება. პროექტისთვის მონაწილეები საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლებიდან შეირჩნენ”,- აღნიშნავენ უწყებაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა