პაატა მანჯგალაძე - ჩვენ შევეცდებით დავასახელოთ მეტი შედეგის მიმღები კანდიდატი, რომ მაქსიმალურად მოვახდინოთ ოპოზიციური  ხმების მობილიზება

ჩვენ შევეცდებით დავასახელოთ მეტი შედეგის მიმღები კანდიდატი, რომ მაქსიმალურად მოვახდინოთ ოპოზიციური ხმების მობილიზება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კარგია, რომ ოპოზიციის ერთი ნაწილის მხრიდან დასახელდა ერთი კანდიდატი, მაგრამ ასევე აუცილებელია სხვა კანდიდანტების არსებობაც.

„ძალიან კარგია, როცა დასახელდა ერთი კანდიდატი ოპოზიციიდან ერთი ნაწილის მიერ. ასევე აუცილებელია, იმისთვის, რომ წარმატებას მივაღწიოთ და მაქსიმალურად მოვახდინოთ ოპოზიციური ხმების მობილიზება, სხვა კანდიდატების არსებობაც, რომ ადამიანებს ჰქონდეს ბევრი შესაძლებლობა და ბევრი არჩევანი იმისთვის რომ, რაც შეიძლება მეტი ხმა წავართვათ „ქართულ ოცნებას“.

„სტრატეგია აღმაშენებლისთვის“ მთავარი არის 43%-იანი რეფერენდუმი, შესაბამისად სრულფასოვანი კამპანიის ჩატარებისთვის მნიშვნელოვანია მერის კანდიდანტის დასახელება. ჩვენ შევეცდებით დავასახელოთ მეტი შედეგის მიმღები კანდიდატი, რომ მაქსიმალურად მოვახდინოთ ოპოზიციური ხმების მობილიზება“ , - განაცხადა მანჯგალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო