თამარ გაბუნია - „სინოფარმის“, „სინოვაკის“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინაზეც მზარდია აქტივობა

„სინოფარმის“ , „სინოვაკის“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინაზეც მზარდია აქტივობა, დოზები საკმარისი რაოდენობით არის, ეტაპობრივად დაემატება ახალი ჯავშნები, როგორც კი დადგება ამის საჭიროება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც გაბუნია განმარტავს, მოქალაქეების მოლოდინი და არჩევანი ვაქცინებიდან „ფაიზერის“ მხარეს არის“.

„რა თქმა უნდა, ჩვენ გარკვეული მოლოდინი გვქონდა იმის თაობაზე, რომ „ფაიზერზე“ ვაქცინაცია იქნებოდა ძალიან აქტიური. 2 საათში 107 ათასზე მეტი მოქალაქის რეგისტრაცია, რა თქმა უნდა, მიუთითებს იმას, რომ მოქალაქეების მოლოდინი და არჩევანი ამ შემთხვევაში „ფაიზერის“ მხარეს არის. მინდა ხაზი გავუსვა, რომ აქტივობა „სინოფარმის“ , „სინოვაკის“ ‘ასტრაზენეკას“ ვაქცინაზეც მზარდია“,- აღნიშნავს გაბუნია.

როგორც ის აცხადებს, „ფაიზერის" ვაქცინაციისთვის მზად არის 37 სამედიცინო დაწესებულება, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

„მნიშვნელოვნად გაფართოვდა დაწესებულებების ქსელი. თუ აქამდე „ფაიზერით" ვაქცინაცია ტარდებოდა მხოლოდ 7 დაწესებულებაში, ახლა 37 არის. 110 ბრიგადაა ამ დროისთვის მობილიზებული, რომელთა ნაწილი 12 საათიან რეჟიმში მუშაობს. დოზები საკმარისი რაოდენობით არის, ეტაპობრივად დაემატება ახალი ჯავშნები, როგორც კი დადგება ამის საჭიროება",- აღნიშნავს გაბუნია.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა