დაავადებათა კონტროლის ცენტრი - ამ ეტაპზე აცრის მსურველებისთვის რეგისტრაციის გარეშე, ცოცხალი რიგით სერვისის მიღება შესაძლებელია "სინოფარმისა" და "სინოვაკის" ვაქცინებზე, ყველა იმ დაწესებულებაში, სადაც ხდება ამ ვაქცინების ადმინისტრირება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებით, ამ ეტაპზე აცრის მსურველებისთვის რეგისტრაციის გარეშე, ცოცხალი რიგით სერვისის მიღება შესაძლებელია "სინოფარმისა" და "სინოვაკის" ვაქცინებზე, ყველა იმ დაწესებულებაში, სადაც ხდება ამ ვაქცინების ადმინისტრირება.

მათივე განცხადებით, აღნიშნული სერვისით სარგებლობა „სინოფარმის“ შემთხვევაში შესაძლებელია 122 დაწესებულებაში, „სინოვაკის“ შემთხვევაში კი 109 ამცრელ პუნქტზე.

"აცრისათვის რეგისტრაცია შესაძლებელია პორტალიდან booking.moh.gov.ge ან ცხელი ხაზის საშუალებით. ამ ეტაპზე აცრის მსურველებისთვის რეგისტრაციის გარეშე, ცოცხალი რიგით სერვისის მიღება შესაძლებელია "სინოფარმისა" და "სინოვაკის" ვაქცინებზე, ყველა იმ დაწესებულებაში, სადაც ხდება ამ ვაქცინების ადმინისტრირება, მათ შორის "სინოფარმი" 122 დაწესებულებაში, 133 ბრიგადით და "სინოვაკი" 109 დაწესებულებაში, 116 ბრიგადით. ვაქცინაციის პროგრამის გაფართოებასთან ერთად, აღნიშნული სერვისი მომავალში სხვა ამცრელ პუნქტებშიც იქნება შესაძლებელი", - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა