გიორგი გახარია - გადადგეს თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი, მისი გადასაწყვეტია - ეს ყველა ადამიანის, მაღალი თანამდებობის პოლიტიკური პირის მორალური პასუხისმგებლობაა მოქალაქეების და მხარდამჭერების წინაშე

გადადგეს თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი, მისი გადასაწყვეტია. ეს ყველა ადამიანის, მაღალი თანამდებობის პოლიტიკური პირის მორალური პასუხისმგებლობაა თავისი მოქალაქეების და მხარდამჭერების წინაშე - მე ჩემი გადაწყვეტილება მივიღე, ღარიბაშვილმა თავისი გადაწყვეტილება მიიღოს,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა კითხვაზე, უნდა გადადგეს თუ არა ირაკლი ღარიბაშილი.

ამასთან, გახარიამ უპასუხა კითხვას წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ დღეს არის გარემო, სადაც „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი პირები და „ნაციონალური მოძრაობა“ „შეხმატკბილებულად ასაზრდოებენ ერთმანეთს“.

„ნებისმიერი ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია, აქ მრავალწერტილი და „მაგრამ“ არ არსებობს. აქ არის ჩვეულებრივი წერტილი. რაც შეეხება ჩვენი პარტიის ხედვას, სამწუხაროდ, ჩემთვის უდიდესი იმედგაცრუებაა, რომ ვხედავთ გარემოს, სადაც „ოცნების“ დღევანდელი ბოსები და „ნაციონალური მოძრაობა“ შეხმატკბილებულად ასაზრდოებენ ერთმანეთს. ისინი უკიდურესი ძალადობისკენ მოუწოდებენ მომხრეებს. ეს ჩვენთვის მიუღებელია. ზოგმა ვერ გაიგო რას ნიშნავს, როდესაც პარტია „საქართველოსთვის“ ამბობს, რომ ჩვენ უნდა დავამარცხოთ „ნაცმოძრაობა“, დიახ, ის ესთეტიკა ძალადობის, რაზეც უარი არ იყო ნათქვამი, უნდა დავამარცხოთ. მაგრამ „ოცნების“ შემთხვევაში უნდა დავამარცხოთ არაკომპეტენტურობა და უსუსურობა, რომელიც ამ პარტიას და დღეს მის ხელმძღვანელობას ახასიათებს. ეს ასაზრდოებს ძალადობას“,- განაცხადა გახარიამ.

რაც შეეხება 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიას, გახარია ამბობს, რომ კომისიის მუშაობამდე პარლამენტმა პრემიერ-მინისტრსა და შინაგან საქმეთა მინისტრს უნდა მოუსმინოს.

„საგამოძიებო კომისია არის საპარლამენტო მუშაობის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, საგამოძიებო კომისიამდე, მე თუ მკითხავთ, პარლამენტმა უნდა მოუსმინოს შინაგან საქმეთა მინისტრს, პრემიერ-მინისტრს და ყველა შესაბამის თანამდებობის პირს. ამ მოსმენის შემდეგ, ყველა ინსტრუმენტი უნდა იყოს გამოყენებული, რომელიც პარლამენტის ხელშია იმისთვის, რომ საბოლოოდ იყოს გამოძიებული დამკვეთების დონეზე, რა მოხდა 5 ივლისს, განსაკუთრებით სისტემური და ორგანიზებული თავდასხმა ჟურნალისტებზე. რა თქმა უნდა, ყველა ამ ინსტრუმენტში მონაწილეობას მივიღებთ“,- განაცხადა გახარიამ.

დიმიტრი შველიძე - ახლა პოლიტიკური ელიტა იდეებისაგან დაცლილია, ფულის ფაქტორი გადამწყვეტია, სოციალური პოლარიზაცია უძლეველია და კაცმა არ იცის, ელექტორატის უმრავლესობა ვის უჭერს მხარს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.09.2021
თენგიზ ფხალაძე - საშიშ ფაზაში ვიმყოფებით, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ყურადღების მიღმა გვრჩება, ყველაფერს ვაკეთებთ სახელმწიფოს ჩამოსაშლელად, მოწინააღმდეგეს მხოლოდ ისღა რჩება, რომ ამ პროცესში ხელი არ შეგვიშალოს
„კასტელო მარე“ ზაფხულის წარმატებული სეზონის შემდეგ საშემოდგომო სეზონისთვის ემზადება
„უმალი“ გაყინული თევზის ბაზარზე შესვლას გეგმავს
დიდი ფასდაკლება შერჩეულ პროდუქციაზე - სექტემბრის ტოპ შეთავაზება „მიჰაუსისგან“
კომპანია “ლისი რეკრეაცია” ლისის ტბასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს