დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლის განმარტებით, ვინც „ფაიზერის” გარდა სხვა ვაქცინებითაა აცრილი და მაინც გადაწყვიტეს ექსპერიმენტის ჩატარება, მესამე დოზით „ფაიზერით“ აცრას ვერ შეძლებენ

„ბუსტერზე" რეგისტრირებული მოქალაქეები ჯავშანს ვერ მიიღებენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნის და რეაგირების სამმართველოს უფროსი, ანა კასრაძე ავრცელებს.

„ვინც „ფაიზერის” გარდა სხვა ვაქცინებით ხართ აცრილი და მაინც გადაწყვიტეთ გაურკვეველი მიზეზით ექსპერიმენტის ჩატარება ან „ფაიზერზე“ გაიარეთ რეგისტრაცია და სისტემამ გაგიშვათ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ მესამე დოზით „ფაიზერით“ შეძლებთ აცრას, ეს ნიშნავს იმას, რომ კიდევ უფრო ტვირთავთ სისტემას თქვენი „ექსპერიმენტით" და საბოლოო ვალიდაციის შედეგად თქვენი განაცხადი მაინც უარყოფილი იქნება”, - წერს კასრაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა