ელენე ხოშტარია „ნაცმოძრაობის“, აქტივისტების და ჟურნალისტების საწინააღმდეგო პლაკატებზე - მერია და მერობის კანდიდატი, რომელიც პეპლებსა და სიმწვანეზე გვესაუბრება, იძლევა საშუალებას, ეს ყველაფერი თავისუფლად მოხდეს

ქალაქის მერია და მერობის კანდიდატი, რომელიც პეპლებსა და სიმწვანეზე გვესაუბრება, იძლევა საშუალებას, რომ ეს ყველაფერი ქალაქში თავისუფლად მოხდეს - თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამ სიბინძურისგან ცალკე დადგება, ძალიან ცდება, - ამის შესახებ ოპოზიციის ერთი ნაწილის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანიდიდატმა ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა თბილისში „ნაციონალური მოძრაობის“, აქტივისტების და მედიის წარმომადგენლების საწინააღმდეგო შინაარსის პლაკატების გაკვრას. როგორც ხოშტარია აღნიშნავს, აღნიშნული პლაკატების გაკვრა ამომრჩევლის შეურაცხყოფაა და საზოგადოებაში სიძულვილის ობიექტების გაჩენას იწვევს.

„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის საზოგადოების შეურაცხყოფა, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რომელ პოლიტიკური პოზიციაზეა. ესაა ამომრჩევლის შეურაცხყოფა იმიტომ, რომ საბჭოთა ტრადიციებით ადამიანებს უქმნიან ზიზღისთვის სამიზნეებს და ამით ცდილობენ, ადამიანების ტვინებით და ემოციებით მანიპულირებას, რაც საბოლოოდ, ქვეყნისთვის ძალიან საშიშ მოვლენას - ზიზღს და სიძულვილის იწვევს. სწორედ ამ სიძულვილის დასრულება არის მთავარი ამოცანა და მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რომელ პოზიციაზე დგას. სიძულვილი არის ქვეყნისთვის დამანგრეველი.

ჩვენ ვხედავთ, რომ ეს სიძულვილის კამპანია აგრძელებს ჟურნალისტებსა და აქტივისტებზე თავდასხმას, რასაც შეეწირა ადამიანის სიცოცხლე და დღემდე ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით ჟურნალისტები ჯერ კიდევ მკურნალობენ. ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებამ დასაჯოს ყველა ორგანიზატორი, იმ წარმოუდგენელი ძალადობის, რაც მოხდა, ზიზღის ობიექტებად გამოაკრეს სწორედ ის ჟურნალისტები და იმ მედიის წარმომადგენლები, რომლებსაც თავად დაესხნენ თავს. ეს არის წარმოუდგენელი ცინიზმი, უსამართლობა და ქვეყნისთვის დამანგრეველი.

ჩვენი მთავარი სათქმელი არის ის, რომ ხალხის შეურაცხმყოფელი სიძულვილის თესვა არის საშიში, დამანგრეველი საქართველოს აბსოლუტურად ყველა მოქალაქისთვის. ჩვენ მოვდივართ იმისთვის, რომ გამრთელდეს ხიდები და შევძლოთ, თუნდაც განსხვავებების შემთხვევაში ვიკამათოთ, მაგრამ არასდროს გავიმეოროთ სიბოროტე, რომელიც ქალაქში დაგვხვდა.

ჩვენ კარგად გვინახავს, როგორ იქცევა მერია, როდესაც აქტივისტები, მაგალითად, ანტისაოკუპაციო სტიკერებს აკრავენ ქალაქებში, მათ უკან დასდევს სუს-ი, პოლიცია - იჭერენ, ურტყამენ, აჯარიმებენ და მომენტალურად ხევენ“,- განაცხადა ხოშტარიამ.

ცნობისთვის, დედაქალაქის მასშტაბით დღეს პლაკატები გამოჩნდა წარწერით - „არა ნაცებს, არა ბოროტებას“. ბანერებზე გამოსახულნი არიან: მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, ნოდარ მელაძე, დავით კეზერაშვილი, გიგა მაქარაშვილი და გიორგი თაბაგარი. პლაკატზე ასევე გამოსახულია ცისარტყელა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს