ISFED და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - მასობრივად გავრცელებული პოსტერები მედიისა და სამოქალაქო აქტივისტების წარმომადგენლების მიმართ აგრესიის გაღვივებას ემსახურება

არასამთავრობო ორგანიზაციები - „სამართლიანი არჩევნები“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ თბილისში „ნაციონალური მოძრაობის“, აქტივისტების და მედიის წარმომადგენლების საწინააღმდეგო შინაარსის პლაკატების გაკვრას ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ აღნიშნული პოსტერები ძალადობისკენ მოწოდებად აღიქმება, რამაც „შესაძლოა, კიდევ ერთხელ დააყენოს ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები ჯანმრთელობის დაზიანების და სიცოცხლის მოსპობის საფრთხის ქვეშ“.

ორგანიზაციები ერთობლივი განცხადებით პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდებენ, გაემიჯნონ გავრცელებული პოსტერების ძალადობრივ შინაარს და გაავრცელონ მკაფიო გზავნილები ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების უსაფრთხოების მნიშვნელობასთან დაკავშირებით.

„24 ივლისს, თბილისში დაუდგენელმა პირებმა პოსტერები წარწერით „არა ნაცებს! არა ბოროტებას“ გააკრეს. ქალაქის მასშტაბით განთავსებულ ბანერებზე მიხეილ სააკაშვილთან ერთად სამი კრიტიკული ტელევიზიის ხელმძღვანელები და სამოქალაქო აქტივისტები – „სირცხვილიას“ წარმომადგენელი გიგა მაქარაშვილი და „თბილისი პრაიდის“ დირექტორი გიორგი თაბაგარი არიან გამოსახული. პოსტერები, თავისი შინაარსითა და ფორმით ძალადობისაკენ მოწოდებას წარმოადგენს და საფრთხეს უქმნის მასზე გამოსახული ადამიანების უსაფრთხოებასა და სიცოცხლეს.

მსგავს შემთხვევას 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინაც ჰქონდა ადგილი, აუდიტის სამსახურის მიერ საკითხის გამოკვლევის შემდეგ ბილბორდების ხარჯი დეკლარირებული იქნა შემოწირულებად. ამჯერად კონტექსტი რადიკალურად განსხვავებულია. შემოწირულების გარდა, 5-6 ივლისის მოვლენების ფონზე მასობრივად გავრცელებულ პოსტერის შინაარსი ძალადობისკენ მოწოდებად აღიქმება, აგრეთვე აშკარაა პოსტერების ჰომოფობიური ქვეტექსტიც. შესაბამისად, იმის ფონზე, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში მმართველი პარტიის მხრიდან სულ უფრო ხშირად გვხვდება სიტყვიერი თავდასხმები კრიტიკული მედიის წარმომადგენელთა მისამართით, პოსტერზე არსებულმა მოწოდებებმა შესაძლოა კიდევ ერთხელ დააყენოს ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები ჯანმრთელობის დაზიანების და სიცოცხლის მოსპობის საფრთხის ქვეშ.

თბილისის მერიის განცხადებით მისი შესაბამისი სამსახური უზრუნველყოფს პლაკატების ჩამოხსნას, რადგან ის აზიანებს ქალაქის იერსახეს და ამის გამო არის უკანონო. მიგვაჩნია, რომ ამგვარი შინაარსის პოსტერების გავრცელება რისკს უქმნის მომავალი საარჩევნო კამპანიის მშვიდ ვითარებაში წარმართვასაც და პოლარიზაციის რისკების გათვალისწინებით ხიფათს წარმოადგენს ჯანსაღი დემოკრატიული პროცესებისთვის.

მოვუწოდებთ: შესაბამის სამსახურებს, შეასრულონ სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება და უზრუნველყონ ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების უსაფრთხოების ადეკვატური დაცვა.

პოლიტიკურ ლიდერებს, გაემიჯნონ გავრცელებული პოსტერების ძალადობრივ შინაარს და გაავრცელონ მკაფიო გზავნილები ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების უსაფრთხოების მნიშვნელობასთან დაკავშირებით“,- ნათქვამია განცხადებაში.

დიმიტრი შველიძე - ახლა პოლიტიკური ელიტა იდეებისაგან დაცლილია, ფულის ფაქტორი გადამწყვეტია, სოციალური პოლარიზაცია უძლეველია და კაცმა არ იცის, ელექტორატის უმრავლესობა ვის უჭერს მხარს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.09.2021
თენგიზ ფხალაძე - საშიშ ფაზაში ვიმყოფებით, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ყურადღების მიღმა გვრჩება, ყველაფერს ვაკეთებთ სახელმწიფოს ჩამოსაშლელად, მოწინააღმდეგეს მხოლოდ ისღა რჩება, რომ ამ პროცესში ხელი არ შეგვიშალოს
(სტერეოტიპული) წარმოდგენები ცვალებადი გარემოებების პირისპირ: იდეალიზმიდან რეალიზმისაკენ
დიდი ფასდაკლება შერჩეულ პროდუქციაზე - სექტემბრის ტოპ შეთავაზება „მიჰაუსისგან“
კომპანია “ლისი რეკრეაცია” ლისის ტბასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს