კამპანიის - „აირჩიე შენი მომავალი პროფესია“ ფარგლებში, თბილისსა და რეგიონებში პროფესიული განათლების ღია კარის დღეები დაიწყო

ათასწლეულის ფონდმა, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდთან თანამშრომლობით, პროფესიული განათლების პოპულარიზაციის მიზნით საინფორმაციო კამპანია - „აირჩიე შენი მომავალი პროფესია“ დაიწყო, რომლის ფარგლებში პირველი ღონისძიება, ღია კარის დღე სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში გაიმართა. ინფორმაციას ათასწლეულის განვითარების ფონდი ავრცელებს.

ფონდის ცნობით, ღონისძიებას დაესწრნენ ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის გენერალური დირექტორი ზურაბ კერვალიშვილი, საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლები და კოლეჯის ადმინისტრაცია.

„ჩვენი მიზანია საზოგადოებამ, სტუდენტებმა, აბიტურიენტებმა და მშობლებმა მეტი ინფორმაცია მიიღონ იმ მნიშვნელოვანი ახალი პროფესიული განათლების პროგრამების შესახებ, რომელიც უზრუნველყოფს გარანტირებულ დასაქმებას და შრომის ბაზრის მოთხოვნებს პასუხობს. გადავწყვიტეთ ღია კარის დღეების კამპანია სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯიდან დაგვეწყო. ეს კოლეჯი არის აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის გრანტის მიმღები და კერძო-საჯარო პარტნიორობის თვალსაჩინო მაგალითი დღეს საქართველოში, ასევე ჩვენი ფონდის მიერ განხორციელებული პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს წინა წლების გამარჯვებული“, - განაცხადა ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღაძემ.

გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის გენერალური დირექტორის ზურაბ კერვალიშვილის განცხადებით კი, პროფესიული განათლების პოპულარიზაცია ქვეყნის ეკონომიკისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.

„სწორედ ამას ემსახურება პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო, რომელიც გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. ამ კონკურსის ფარგლებში, ტარდება ღია კარის დღეები, რათა მოსწავლეები გაეცნონ ქვეყნის მასშტაბით თუ რა კოლეჯები, რა პროფესიული პროგრამები და დასაქმების შესაძლებლობები არსებობს“, - განაცხადა გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზურაბ კერვალიშვილმა.

ათასწლეულის განვითარების ფონდის ინფორმაციით, ღია კარის დღეების ფარგლებში, დაინტერესებულ მოსწავლეებს და აბიტურიენტებს საშუალება აქვთ გაიარონ კონსულტაცია სხვადასხვა კოლეჯში როგორც თბილისში, ასევე ფოთსა და ბათუმში.

პროფესიული განათლების პროგრამებზე რეგისტრაცია 20 აგვისტომდე გრძელდება. პროფესიული განათლების მიღების მსურველს რეგისტრაციის გავლა შეუძლია კოლეჯებში, საგანმანათლებლო რესურსცენტრებში ან ონლაინ შემდეგ ვებგვერდზე - www.vet.emis.ge.

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მხარდაჭერით, შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი 62 ახალი პროფესიული განათლების პროგრამა შეიქმნა საინჟინრო, სამშენებლო, საზღვაო, ტურიზმის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ავიაციისა და სოფლის მეურნეობის დარგებში. სასწავლებლები ასევე, აღიჭურვა თანამედროვე ლაბორატორიებით და სასწავლო სიმულატორებით. აღნიშნულ პროგრამებს უკვე 2,000-მდე კურსდამთავრებული ჰყავს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო