ზაალ უდუმაშვილი - სამარცხვინო განცხადება მოვისმინეთ მერიისგან, რომ რაღაც დაჯგუფება აკრავდა ქალაქში პლაკატებსო - მთელ ქალაქს ერთი დაჯგუფება ნამდვილად ვერ ააჭრელებს

საზოგადოება კარგად ხვდება, რისთვის არის ეს პლაკატები. იმისთვის არის, რომ ისევ გააღვივონ სიძულვილი, დაპირისპირება იყოს, მაგრამ ეს ყველაფერი წარსულს უნდა ჩავაბაროთ. ამ ძალადობას უნდა ვუპასუხოთ ჩვენი სიმტკიცით და ჩვენი ბრძოლისუნარიანობით, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა თბილისის ზოგიერთ უბანში გაკრულ პლაკატებზე წარწერით „არა ნაცებს! არა ძალადობას“

მის თქმით, ერთიანი ძალებით საბოლოო გამარჯვებამდე მივლენ.

„დღეს ჩვენ მართლაც სამარცხვინო განცხადება მოვისმინეთ მერიისგან, რომ რაღაც დაჯგუფება აკრავდა ქალაქში პლაკატებსო. დაჯგუფებამ შეიძლება გააკრას მაგალითად, ორ კორპუსზე ან ოთხ გაჩერებაზე, მაგრამ მთელ ქალაქს ერთი დაჯგუფება ნამდვილად ვერ ააჭრელებს. ეს არის ხელისუფლების მხრიდან პირდაპირ დაორგანიზებული. ამ კამპანიის შესახებ პირველად გვესმის, თუ რა?! იგივე არ იყო, 2018, 2020 წლებში? ზუსტად იგივე შინაარსის პლაკატები, როდესაც „ბილბორდებზე“ აკრავდა ამას ხელისუფლება. ზუსტად ანალოგიური სცენარია. თვითონვე მოუწევთ ამ პლაკატების განეიტრალება და ჩამოხევა, როგორც მე მივხვდი. საზოგადოება კარგად ხვდება რეალურად რისთვის არის ეს პლაკატები. იმისთვის არის, რომ ისევ გააღვივონ სიძულვილი, დაპირისპირება იყოს, მაგრამ ეს ყველაფერი წარსულს უნდა ჩავაბაროთ. ამ ძალადობას უნდა ვუპასუხოთ ჩვენი სიმტკიცით და ჩვენი ბრძოლისუნარიანობით“, - აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.

მისი თქმით, თვითმმართველობის არჩევნებში ნიკა მელიას და ელენე ხოშტარიას ტანდემი მართლაც დამაჯერებლად გაიმარჯვებს, რაც თავიანთი ბრძოლით არაერთხელ დაამტკიცეს. რაც შეეხება იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებმაც ნიკა მელიას თბილისის მერობის საერთო კანდიდატურას მხარი არ დაუჭირეს, ზაალ უდუმაშვილი განმარტავს, რომ ყველა პარტია საკუთარ გადაწყვეტილებას თვითონ იღებს, მაგრამ დღეს ერთობას ალტერნატივა არ აქვს.

„მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური განაცხადი გაკეთებულია, ერთობის კარი ღია არის, ნებისმიერ დროს შეუძლიათ შემოუერთდნენ ამ ერთობას“, - აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა