ნიკა მელია - ოპოზიციის გადასაწყვეტია ამ ერთობას შემოუერთდებიან თუ არა

ეჭვი არ მეპარება, რომ თბილისს „ქართული ოცნება" მიმდინარე არჩევნებზე წააგებს 2 ოქტომბერს. შესაბამისად, „ქართული ოცნება“ მთელი ქვეყნის მასშტაბით დამარცხდება და ჩაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ჩატარდება გაზაფხულზე,- ამის შესახებ ოპოზიციის ნაწილის თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნება" უკვე დამარცხებულია, რადგან მისივე შეფასებით, ის დგას მხოლოდ ძალადობაზე, შიშისა და ზიზღის გენერირებაზე.

„ქართული ოცნების“ დამარცხებაში ღრმად დარწმუნებული ვარ და ეჭვი არ მეპარება, რადგან ყველაფერს აქვს საზღვარი და კანონზომიერება გაიმარჯვებს. კანონზომიერებაა, რომ მოძალადეები ვეღარ უნდა გაჩერდნენ მართვის სადავეებთან. ყველაფერი ახლა არის დამოკიდებული პოლიტიკოსებზე, საზოგადოების აქტიურ მოქალაქეებზე, მათ რწმენაზე, რომელიც მთელ საქართველოს უნდა გადაედოს. „ქართული ოცნება“ უკვე დამარცხებულია, ის დგას მხოლოდ ძალადობაზე, შიშისა და ზიზღის გენერირებაზე. ამ ყველაფერს ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ ერთობა, სიმტკიცე და რკინის ნერვები“, - განაცხადა მელიამ.

ამასთან, მელიამ აღნიშნა, რომ მისი სურვილი საერთო ოპოზიციური ერთობა და ისეთი კანდიდატის მოძებნა იყო, ვის გარშემოც ოპოზიციის გაერთიანება მოხდებოდა, რაც არ გამოვიდა.

„მე საერთო ოპოზიციური კანდიდატი არც გლდანში ვყოფილვარ, მაგრამ გლდანში გამარჯვება მოვიპოვე. ბუნებრივია, ოპოზიციის გადასაწყვეტია ამ ერთობას შემოუერთდებიან თუ არა. ვინც არ შემოუერთდება, წარმატებებს ვუსურვებ მათ. ჩემი სურვილი იყო ქვეყნის მასშტაბით საერთო ეროვნულ არჩევნებში ვყოფილიყავი ჩართული. ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ მოგვეძებნა კანდიდატი, რომლის გარშემოც მოხდებოდა ოპოზიციის კონსოლიდაცია, შედეგად მივიღეთ ის, რაც მივიღეთ",- განაცხადა მელიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა