ნათია თურნავა პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ბენეფიციარი სტარტაპის „ჯინვენტორის" ეკო-მეგობრულ წარმოებას გაეცნო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა ტექნოლოგიური სტარტაპის „ჯინვენტორის" წარმოებას გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კომპანია „ჯინვენტორმა“ პროგრამის „აწარმოე საქართველოში" სესხის თანადაფინანსების კომპონენტით ისარგებლა, უცხოეთიდან თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური დანადგარები ჩამოიტანა და საქართველოში USB - კაბელების წარმოება დაიწყო. „ადგილობრივი წარმოების პირველი პროდუქცია „ჯინვენტორმა" ბაზარზე 2021 წლიდან გამოიტანა. აღსანიშნავია, რომ კომპანიამ, პანდემიის მიუხედავად, შეძლო პროდუქცია, „ამაზონის" მეშვეობით, აშშ-ში გაეტანა, ასევე პირველ პარტიას უახლოეს პერიოდში ნიგერიაში გაგზავნის.

მინისტრმა დაათვალიერა პროდუქციის წარმოების სრული ციკლი, რომელიც ასევე ითვალისწინებს მეორადი პლასტმასის ბოთლების გადამუშავებას. კომპანიამ უარი თქვა ამ მასალის იმპორტირებაზე და თანამშრომლობს რიგით მოქალაქეებთან, რომელთაგან იბარებს პლატმასის ბოთლების სახურავებს მათი შემდგომი გადამუშავების მიზნით, „ - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„სტარტაპი „ჯინვენტორი" რამდენიმე გარემოების გამოა საინტერესო. ჯერ ერთი, ის აწარმოებს ისეთ პროდუქციას, რომელიც აქამდე საქართველოში არ მზადდებოდა და ამით ადგილობრივ ბაზარზე კონკურენციაში უკვე შევიდა მსხვილ ჩინურ მწარმოებლებთან. კომპანია ასევე მუშაობს საექსპორტო ბაზრებზე. ამავე დროს, რაც დამატებით ღირსებას მატებს ამ წარმოებას, ესაა კომპანიის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის ბიზნეს კონცეფცია - ისინი მეორადი პლასტმასის ბოთლების სახურავებს იბარებენ მოსახლეობიდან ნედლეულის სახით და იმას გადაამუშავებენ, რაც ძალიან მისასალმებელია," - განაცხადა თურნავამ წარმოების დათვალიერების შემდეგ. მინისტრთან ერთად სტარტაპ „ჯინვენტორში" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ირაკლი ნადარეიშვილი და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორი, მიხეილ ხიდურელი იმყოფებოდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა