საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა კლიმატის რისკის მართვის და პრევენციის მიმართულებით სპეციალური სწავლება გაიარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამოქალაქო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით სპეციალური სწავლება გაიარეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გადამზადების 10 - დღიანი კურსის ფარგლებში, ძირითად თემას საგანგებო მართვის გეგმაზე მუშაობა წარმოადგენდა.

„სწავლების 12-მა მონაწილემ კვალიფიკაცია კლიმატის რისკის მართვის და პრევენციის მიმართულებით აიმაღლეს, რის შემდეგაც სამოქალაქო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას 11 მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს გაუზიარებენ.

სამაგიდო სწავლება შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიაში წარიმართა და მას დარგის საერთაშორისო ექსპერტები ხელმძღვანელობდნენ.

კურსის გახსნის ღონისძიებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი და UNDP-ის მოქმედი ხელმძღვანელი ანა ჩერნიშოვა დაესწრნენ.

სწავლება UNDP-ის კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) ფინანსური მხარდაჭერით იმართება. ფონდი საქართველოს მთავრობას კლიმატის რისკის ინტეგრირებული მართვის (CRM) პროაქტიული მიდგომის დანერგვაში ეხმარება, რაშიც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიც აქტიურადაა ჩართული”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა